91 წლის ბებია ლენა, რომელიც წარმოშობით კრასნოიარსკიდან არის, რუსეთის ყველაზე მოხუცი Instagram-ვარსკვლავი გახდა, ის მსოფლიოს გარშემო მარტო მოგზაურობისას ვიეტნამში ბლოგერს შეხვდა, რომელმაც მოხუცს სოციალურ ქსელში ფოტოების განთავსება შესთავაზა და ამით ბებია ლენა პოპულარულიც გახდა.
ელენა ერხოვა 1927 წელს დაიბადა, მან პენსიის თანხა მოაგროვა და მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა. რუსი ბლოგერი ეკატერინა პაპინა მას 2016 წელს შეხვდა.
ბებია ლენამ მოგზაურობა 83 წლის ასაკში დაიწყო, როგორც თავად აცხადებს, ახალგაზრდობაში მოგზაურობის სურვილი ჰქონდა, თუმცა ამისათვის შესაბამისი ფინანსები არ გააჩნდა.
მას ამ ეტაპზე 72 ათასი გამომწერი ჰყავს Instagram–ზე.