9 წლის ბიჭი, რომელმაც მინისტრს საგზაო ნიშნებზე ქალის ნიშნის გამოსახვა სთხოვა, გიორგი გახარიას შეხვდა (ფოტო)

9 წლის ბიჭი, რომელმაც შს მინისტრს წერილი მისწერა და საგზაო ნიშნებზე ქალის ნიშანის გამოსახვა სთხოვა, გიორგი გახარიას შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ცხრა წლის დაჩი გულუამ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას წერილით მიმართა და სთხოვა, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურა დაამატოს.

დაჩი ფიქრობს, რომ ეს ქალების უხილავი ჩაგვრაა. ცხრა წლის ბიჭი აღნიშნავს, რომ ქალები და კაცები ფეხითაც და მანქანითაც ერთნაირად დადიან და საგზაო ნიშნებზე ქალიც უნდა იყოს გამოსახული. წერილს ავტორი ხელს აწერს და მინისტრს სთხოვს, პასუხი დედის “მეილზე” მისწეროს.

კომენტარები

სხვა სიახლეები