ვერძი
დაძაბული დღეა. მოულოდნელი უსიამოვნებები შეიძლება დილიდან დაიწყოს და მეგობრებთან ურთიერთობა გაგირთულოთ. უსიამოვნო ინფორმაცია გაიძულებთ, ბევრ საკითხს გადახედოთ. გირჩევთ, ჩვეულზე მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ, რადგან მთავარზე კონცენტრირება გიჭირთ. ამან კი შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს.
კურო
ყველაფრის მიუხედავად, ამ დღეს თავს მოწოდების სიმაღლეზე გრძნობთ. მოსალოდნელია საქმიანი წინადადებები და საქმის წარმატებულად დასრულება. ადამიანებს ადვილად მოხიბლავთ. წარმატების მისაღწევად, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი განსაზღვრეთ და წვრილმანებზე ნუ მოცდებით. ერიდეთ უსარგებლო ნივთებში ფულის ხარჯვას. ზოგადად, შეძენისთვის არახელსაყრელი დღეა.
ტყუპები
მძიმე და სახიფათო დღეა. გეგმები შეიძლება შეიცვალოს, ურთიერთობები შეიძლება არასაიმედო გახდეს და მცდელობამ შეიძლება შედეგი არ მოიტანოს. ამ დღეს სერიოზული გადაწყვეტილების მიღებას მოერიდეთ. ეცადეთ, მომჭირნეობა გამოიჩინოთ. ახლის შეძენისთვის არახელსაყრელი დღეა.
კირჩხიბი
ამ დღეს ზედმეტი აქტიურობისგან თავის შეკავებას გირჩევთ – ეს შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე არასახარბიელოდ აისახოს. დაივიწყეთ უსიამოვნებების შესახებ. თქვენი მოთხოვნილებები სრულიად შეესაბამება თქვენს შესაძლებლობებს. დღის მეორე ნახევარი სახლში გაატარეთ და ეცადეთ, პატარა ოჯახური წვეულება მოაწყოთ.
ლომი
დღის პირველ ნახევარში ისეთი აღმაფრენა გეწვევათ, რომ ყველა პრობლემას ადვილად გაუმკლავდებით. ახლობლებთან თბილი და გულითადი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ, თუმცა დღის მეორე ნახევარში ყველანაირ საქმეს და კონტაქტს ერიდეთ – მოულოდნელმა უსიამოვნებებმა შეიძლება მეგობრებთან ურთიერთობა გაგირთულოთ.
ქალწული
დაძაბული დღეა. მოსალოდნელია ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებები, რასაც გულთან ახლოს მიიტანთ, რადგან ამჟამად არაფრის შეცვლა არ გსურთ. განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდება პარტნიორული ურთიერთობები. ერიდეთ არაკეთილსინდისიერ და მატყუარა ადამიანებს და წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ. ამჟამად თქვენი განერვიულება ძალიან ადვილია, რაც არასახარბიელოდ აისახება ჯანმრთელობაზე. ეს დღე მშვიდად და თავშეკავებულად გაატარეთ და გაითვალისწინეთ, რომ ტრავმებისა და კატასტროფების რისკი მაღალია.
სასწორი
მძიმე და საშიში დღეა. აგრესიულობა და ემოციური გაუწონასწორებლობა შეიძლება ფინანსური დანაკარგის ან პარტნიორების უნდობლობის მიზეზი გახდეს. ადამიანებმა, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ, შესაძლოა, უამრავი უსიამოვნება მოგიტანონ. ფრთხილად იყავით ქუჩაში ყოფნისას, ტრანსპორტში და სამუშაო ადგილზე. მოერიდეთ მჭრელ და ბასრ ნივთებთან ურთიერთობას.
მორიელი
უკიდურესად უსიამოვნო და გაორებული დღეა. თქვენი სურვილები შესაძლებლობებს არ შეესაბამება, რაც ქარის წისქვილებთან ბრძოლამდე მიგიყვანთ. განწყობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს.
მშვილდოსანი
ეცადეთ, ამ დღეს სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავოთ. ამის დრო ჯერ არ დამდგარა. ხელსაყრელი დროა სეირნობისთვის, ფიზიკური დატვირთვისთვის და ახალი ნივთების შეძენისთვის (გარდა ელექტროსაქონლისა და ძვირფასი ქვებისა)
თხის რქა
ვარსკვლავები წარმატებას მხოლოდ იმ თხის რქებს ჰპირდებიან, რომელთა ქმედებები გრძნობებზე და საკუთარი სიმართლის შეგრძნებაზეა დაფუძნებული. გაითვალისწინეთ, რომ სიზმარში სოკოს ნახვა ქალისთვის ფეხმძიმობას მოასწავებს, მამაკაცისთვის კი – ავადმყოფობას.
მერწყული
ეს დღე ბნელ ძალებთან ბრძოლას და საკუთარი ინტერესების დაცვას განასახიერებს. ზოგიერთები საკუთარი თავით უკმაყოფილო დარჩებიან. შესაძლოა, ამ დღემ თქვენი სიმტკიცე გამოსცადოს და ცხოვრების ახლებურად გაგრძელებაზე დაგაფიქროთ.
თევზები
შეუფერებელი დღეა მოღვაწეობის ასპარეზის გაფართოებისთვის, რადგან თქვენს სურვილებს გავლენიანი ადამიანების წინააღმდეგობა შეხვდებათ. გამორიცხული არაა, რომ წინა დღეების მოვლენებმა თქვენს ავტორიტეტსა და თვითშეფასებაზე სერიოზულად იმოქმედოს. ნუ დაკარგავთ იმ ადამაიებს, რომლებიც უანგაროდ გეხმარებოდნენ – ვალების დაბრუნების დროა.