9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ამ დღეს საოჯახო და საყოფაცხოვრებო პრობლემები მთელ დროს წაგართმევთ. კარგად დათვალეთ თქვენი მოსალოდნელი და რეალური შემოსავალი – ეს დაგეხმარებათ, სამეურნეო საქმეები ეფექტურად მოაგვაროთ. ახლობლებისა და მეგობრების გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა შენაძენისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეებისთვის. ეცადეთ, ქალაქგარეთ გახვიდეთ და სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ – ეს ძალითა და ენერგიით აგავსებთ.

კურო
მოსალოდნელია უთანხმოება ახლობელ ადამიანთან, მაგრამ თანდაყოლილი ტაქტი ეჭვებისა და წყენის გამოვლენის საშუალებას არ მოგცემთ. შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაგიჩნდეთ. ერიდეთ მგზავრობას და დაგეგმილი შეხვედრები სხვა დროისთვის გადაიტანეთ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთის შეძენას, რადგან შესაძლოა, იმაზე მეტი დაკარგოთ, ვიდრე მიიღებთ.

ტყუპები
ცდუნებებით სავსე დღეა. ემოციებს ნუ აჰყვებით და სიფრთხილე შეინარჩუნეთ. მოსალოდნელია ტრავმები, ამიტომ თუ ამ დღეს სადმე გამგზავრება გიწევთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ.

კირჩხიბი
ხასიათი ხშირად გეცვლებათ. ზოგჯერ ჯიუტი ხართ, ზოგჯერ – დაძაბული, ამ დროს გიჭირთ გარშემომყოფებთან ურთიერთობა. ამჟამად ყველაზე მეტად ეკლესიაში წასვლა გჭირდებათ. თუ ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას გაძლევთ, ეკლესიას ფული შესწირეთ და გაიღეთ მოწყალება უპოვართათვის. მალე თავად დარწმუნდებით ანდაზის ჭეშმარიტებაში – რასაც დასთეს, იმას მოიმკი.

ლომი
მეტისმეტი გულუბრყვილობა და ადამიანების ნდობა შესაძლოა, შეცდომების მიზეზი გახდეს და მიზნისკენ სვლაში ხელი შეგიშალოთ. გირჩევთ, პარტნიორის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ და გარეშე პირთა რჩევებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. გახსოვდეთ, სანდო პარტნიორებთან ურთიერთობა და სარისკო ოპერაციებზე უარის თქმა წარმატების საფუძველია.

ქალწული
თავს მომხიბვლელად გრძნობთ, რაც საკუთარი თავის რწმენას გმატებთ. რეალურად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები. გამორიცხული არაა, რომ თქვენმა უზადო გარეგნობამ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში უსიამოვნებები გააჩინოს. პირადი ცხოვრება უნდობლობითა და უკმაყოფილებით იქნება სავსე. ეცადეთ, მხოლოდ სანდო ადამიანები დაიახლოოთ და ისინი სითბოთი და ყურადღებით აავსოთ.

სასწორი
წინააღმდეგობრივი დღეა. მოსალოდნელია ხასიათის უეცარი ცვლილება. შესაძლოა, თქვენი სიამაყე სიჯიუტეში გადაიზარდოს, ენერგიულობა შინაგან დაძაბულობად იქცეს, ხოლო აქტიურობა – გარშემომყოფებთან დაძაბულ ურთიერთობად. გირჩევთ, ეკლესიაში წახვიდეთ და მოწყალება გაიღოთ.

მორიელი
წარმატებული დღეა. შეგიძლიათ, დაწყებული საქმეები წარმატებით დაასრულოთ და მოღვაწეობის ახალ ეტაპი დაიწყოთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი შესანიშნავად მიდის. თქვენი სიბრძნე და გულწრფელობა ადამიანებს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს. გირჩევთ, სიყვარულში პირველ შთაბეჭდილებას ენდოთ.

მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, ურთიერთობისთვის, ოჯახური თუ სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. შესაძლოა, მშვილდოსანი ქალები ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ეცადეთ, ნაკლებად ექსტრავაგანტური იყოთ, რადგან შესაძლოა, არასწორად გაგიგონ. მშვილდოსან მამაკაცებს ფინანსური დანაკარგი ელით, რაც, სავარაუდოდ, სარისკო გადაწყვეტილებას უკავშირდება.

თხის რქა
გამორიცხული არაა, რომ ამ დღეს დასახული მიზნის მიღწევა შეძლოთ, თუმცა მოსალოდნელია პარტნიორებთან ან უფროსთან კონფლიქტური სიტუაციები, რაც ძალიან დაგაზარალებთ. წინდახედულება გამოიჩინეთ – ჭორები და ავი ენები ეცდებიან, დაგაზარალონ, ამიტომ ნუ ჩაერევით სხვების საუბარში და მით უმეტეს კამათში.

მერწყული
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. შესაძლოა, საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. თქვენ აუცილებლად შეძლებთ დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებას, მაგრამ მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ. თქვენი მომხიბვლელობა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მოიზიდავს. შესაძლოა, ძველი სასიყვარულო ურთიერთობის განახლება, რომელიც არ დაგვიწყებიათ.

თევზები
ეს დღე აქტიური და პასიური საწყისის წინააღმდეგობას განასახიერებს. მოსალოდნელია ხასიათის მკვეთრი ცვლილება. გირჩევთ, საბუთებთან მუშაობას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ერიდოთ. მთავარია, კარგად გაერკვეთ საკუთარ სურვილებსა და მოქმედებებში. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა, თუმცა თევზები რთული პარტნიორები არიან, რადგან სწრაფი ადაპტირება და კომპრომისზე წასვლა არ შეუძლიათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები