ისტორია იმ უამრავ ფაქტს ინახავს, რომელიც არ წერია იმ წიგნებში, რომლებიც გამარჯვებულმა საბჭოელებმა დაწერეს. დღემდე რუსეთის ხელისუფლებას ტირანიისგან განმათავისუფლებლის ნიღაბი ისე მჭიდროდ აქვს მორგებული, ნებისმიერი საპირისპირო სამხილი ვერ დაძრავს მას, მაგრამ ისტორია ისტორიად რჩება.
🔺 ნებისმიერი დიადი მიზანი მოითხოვს მსხვერპლს, თუმცა რამდენად უღირდა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას 350.000 ადამიანის მსხვერპლშეწირვა ეგ მუდამ პასუხგაუცემელი კითხვად დარჩა. მეორე მსოფლიო ომის განხილვა მხოლოდ „უხერხულ“ კითხვებს წარმოშობს როგორებიცაა: ვინ დაიწყო „სამამულო ომი“ ან რატომ?
რატომ გაიღო უდიდესი მსხვერპლი ერთ-ერთმა ყველაზე პატარა რესპუბლიკამ ან საერთოდ რატომ ვუწოდებთ „სამამულოს“?!
🔺 ამ უხერხულ კითხვებს ასევე უხერხული პასუხები აქვს და იმედგაცრუების გარდა ვერაფერს მივიღებთ. თუმცა, იმედგაცრუებებთან ერთად კაცობრიობის წინაშე ისეთი დანაშაულები არის ჩადენილი, რომლებსაც დრო ვერადავერ ჩამორეცხს. ერთ-ერთი მათგანი სწორედ 1944 წლის შემდეგ იწყება.
🔺 „ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო“- ეს მშვიდობა გერმანელებს ძალზე ძვირი დაუჯდათ. სწორედ 1944 წლის 21 ოქტომბერს, როდესაც წითელმა არმიამ საზღვარი გადაკვეთა და ნაცისტური გერმანიის ტოტალური კოლაფსი სახეზე იყო, დაიწყო მასიურად ქალთა გაუპატიურიება. ნემერსდორფის სასაკლაო – „მწვანე შუქი“ იყო განმანთავისუფლებელი საბჭოელებისთვის მსგავსი სამხედრო დანაშაულების ჩადენისთვის. ისტორიკოსების აზრით, დაახლოებით 2 მილიონამდე გაუპატიურების შემთხვევა დაფიქსირდა საბჭოთა ოკუპაციის განმავლობაში. ისტორიკოსი უილიამ ჰიჩკოკის აზრით ზოგიერთ შემთხვევაში თითო მსხვერპლის გაუპატიურება 60-70 მდე მერყეობდა.
🔺 მხოლოდ ბერლინში 100,000 გაუპატიურების შემთხვევა მოხდა და 10,000 ქალი გარდაიცვალა ორსულობის შეწვეტის ოპერაციის დროს, ხოლო მიახლოებით 240,000 გარდაცვლილი მთლიან აღმოსავლეთ გერმანიაში. ცნობილი ბრიტანელი სამხედრო ისტორიკოსი ენტონი ბივორი ამ ფაქტს ყველაზე მრავალრიცხოვან გაუპატიურებად მიიჩნევს ისტორიაში. მათგან მრავალია არასრულწლოვნის გაუპატიურების საზარელი ფაქტებიც. გაურკვეველია, თუ რამდენი ბავშვი დაიბადა ამ პერიოდში, რომელთაც „რუსი ბავშვები“ უწოდეს. ხშირ შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლები ქირურგიულ ჩარევას მიმართავდნენ, მაგრამ მედიკამენტების დეფიციტის გამო ოპერაცია ფატალურად მთავრდებოდა.
🔺 ასევე ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც შიმშილი სუფევდა ოკუპირებულ გერმანიაში, ამას დაემატა გავრცელებული ტიფი და დიფტერია. ჰელმუტ კოლის ცოლი, ჰელენა კოლი თავის ბიოგრაგიაში წერს თუ როგორ იძალადეს მასზე 12 წლის ასაკში საბჭოელმა ჯარისაცებმა. მას შემდეგ, რაც იგი პირველი სართულის ფანჯრიდან გადააგდეს, მას მთელი ცხოვრება ჯანმრთელობის და ფსიქიკის პრობლემები ტანჯავდა.
🔺 საბოლოოდ, კი 2001 წელს მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. თუმცა „განმათავისუფლებლები“ არც საბჭოთა და პოლონელ ქალთა მიმართ დარჩენილან „გულგრილები“. როდესაც „დიდ ბელადს“ იუგოსლავიაში გაუპატიურების მრავალი ფაქტი შეატყობინეს, მან განაცხადა, რომ ჯარისაცი, რომელიც ათასობით კილომეტრს გადის სისხლში, ცეცხლში და სიკვდილის მოლოდინში ღირსია „ცოტა გართობის“.
🔺 დიდ ბელადს სიტყვა „ცოტა“ გასნხვავებულად რომ ესმოდა, ალბათ მაგაზე არავინ კამათობს, თუმცა 75 წლის შემდეგ, როდესაც კონრეტულ ჯგუფებს ძველი დიდების ნოსტალგია აწუხებთ, საჭიროა მათთვის შეხსენება, ღირს თუ არა ამ ყველაფრის მერე გამარჯვება აღსანიშნად?!
ავტორი: ნუგზარ კობერიძე
წყარო: საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი