9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ეს დღე შესანიშნავია თქვენთვის. ინტიმური ურთიერთობები ჰარმონიული იქნება. რთულ სიტუაციებში მეგობრების მხარდაჭერას იგრძნობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მაქსიმალური შეხება გქონდეთ მიწასთან, მაგალითად, დაამუშავეთ ბაღი ან ბოსტანი აგარაკზე.

კურო
ეს დღე შესანიშნავია პოლიტიკური კარიერის დასაწყებად ან სარეკლამო კამპანიის გასატარებლად. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ მეცენატ კუროებს, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას დაიწყებენ, ძალიან გაუმართლებთ. თუკი ვინმეს დასაინტრიგებლად დინების საწინააღმდეგოდ თავად ცურავდით, მაშინ სასწრაფოდ თქვით უარი ამ ჩანაფიქრზე და შეეშვით თქვენი ყურადღების ობიექტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი რისხვა თქვენ დაგატყდებათ თავს.

ტყუპები
ამ დღეს ურთიერთობებში გაგიმართლებთ, როგორც უფროს თაობასთან, ისე პატარებთან. ბევრი იამაყებს თქვენით და ბევრს გააკეთებს იმისთვის, რომ უფრო თავდაჯერებული იყოთ ცხოვრებაში. თქვენ ღირსეულად აფასებთ ახლობელი ადამიანების შრომას. თანაც, ურთიერთობის პირობებიც შესანიშნავი გექნებათ.

კირჩხიბი
მთელ თქვენს ენერგიას გარშემომყოფებზე თანაბრად გადაანაწილებთ და პირველ რიგში, ოჯახის წევრებზე. კარგი იქნება, თუკი ბავშვები თქვენთან ერთად დაკავდებიან ფიზკულტურით ან ერთად წახვალთ ტყეში სასეირნოდ. ამ დღეს სასიამოვნო და კმაყოფილების შეგრძნებით დაასრულებთ.

ლომი
ნერვიულობა და უმიზეზო შფოთვა ბედნიერების შეგრძნების მოპოვებაში ხელს შეგიშლით. ნეგატიური ემოციებით დატვირთული, ცხოვრების სასიამოვნო წვრილმანებს ყურადღებას აღარ მიაქცევთ. ვერ მიგიზიდავთ ლამაზი ნივთები, გრძნობები, რომლებსაც თქვენ მიმართ გარშემომყოფები გამოხატავენ. გადაერთეთ ფიზიკურ დატვირთვაზე.

ქალწული
ამ დღეს კონკრეტულ პრობლემაზე იქნებით კონცენტრირებული, რომელიც თქვენთვის უმნიშვნელოვანესია. არ ღირს სიტუაციის დრამატიზება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტაბილურობისკენ სწრაფვა თქვენში ეგოიზმის შეგრძნებას გაააქტიურებს.

სასწორი
გულმავიწყობით გამოირჩევით და სევდაც შემოგეპარებათ. გარშემომყოფებთან არ გამოირიცხება გაუგებრობები, განსაკუთრებით, ქალებთან მიმართებაში. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს თავშეკავებული იყოთ და სადღესასწაულო წვეულებებზე მისვლისგან თავი შეიკავოთ. მიეცით საკუთარ თავს ცოტაოდენი სიზარმაცის უფლება, იოცნებეთ და მოდუნდით დილიდან.

მორიელი
ამ დღეს ისეთ სპორტულ შედეგს აჩვენებთ, რომ საკუთარ რეკორდებს მოხსნით. ნუ მიღწეულზე გაჩერდებით, შეეცადეთ, ახალი სიმაღლეები დაიპყროთ.

მშვილდოსანი
დროის უმეტეს ნაწილს სხვა ადამიანებსა და საქმიან პარტნიორებს, ბავშვებს, მშობლებსა და მათ პრობლემებს დაუთმობთ. წარმატება გელოდებათ ოჯახში, საერთო საქმეში, კოლექტიურ წვეულებებში. პარტნიორად სასურველია, აირჩიოთ ადამიანი, რომელთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებთ.

თხის რქა

ცხოვრებისადმი მსუბუქი დამოკიდებულება გექნებათ. შესაძლოა, საქმეში თავით იყო ჩაფლული, თუმცა, არც ის გამოირიცხება, რომ სამუშაო განწყობა საერთოდ არ გქონდეთ. ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ, რადგან შესაძლოა, მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი დანაკარგი განიცადოთ. ასევე, გაუფრთხილდით საკუთარ რეპუტაციას.

მერწყული
ამ დღეს სიყვარულში გაგიმართლებთ. სასიყვარულო კავშირების იდეალიზება გელოდებათ, რთულად წარმოსადგენი ურთიერთობა საბოლოოდ შედგება. სექსუალური ურთიერთობები უჩვეულო და დახვეწილი იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, პარტნიორის ნაკლოვანებებზე თვალები დახუჭოთ და მასთან დაშორების შემთხვევაშიც, შეეცადეთ, სასიამოვნო მოგონებები დაიტოვოთ.

თევზები
საოჯახო საქმეების შესასრულებლად, სერიოზული საუბრებისთვის და გარშემომყოფებთან მოსაზრებების გასაზიარებლად ეს დღე შესაფერისი არ არის. სხვებისთვის რამის დამტკიცების სურვილი საპირისპირო ეფექტს მოგიტანთ. ნუ შემოახვევთ გარშემომყოფებს საკუთარ აზრებს, რადგან თქვენს ყველა პრობლემას ახლობლები გაგებით ვერ მოეკიდებიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები