ფოტორეპორტიორი და ბლოგერი გოგა ჩანადირი გამოდის ინიციატივით, რომ 9 აპრილი ეროვნული გმირების დღედ გამოცხადდეს.
„ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება 9 აპრილს ეროვნული გმირების დღედ თუ გამოვაცხადებთ. ეროვნული გმირის სტატუსიც არსებობს და მინიჭებული აქვთ განსაკუთრებული ღვაწლის ადამიანებს- ამბროსი ხელაიას, მარო მაყაშვილს, გიორგი ანწუხელიძეს, ჟიული შარტავას, ზაზა დამენიას, მერაბ კოსტავას, ექვთიმე თაყაიშვილს, ზვიად გამსახურდიას და სხვებს“, – აღნიშნა სოციალურ ქსელში გოგა ჩანადირმა.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილ მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში 21 ადამიანი დაიღუპა და 427 დაშავდა. 9 აპრილის მოვლენამ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მთავარი როლი ითამაშა.
ავტორი: მარიამ სხირტლაძე