9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მომავლისთვის ნუ გადადეთ დღეს შესასრულებელ საოჯახო საქმეებს. ნუ გამოაკლდებით წვეულებას, მეგობრულ შეხვედრას. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.

კურო
მხიარულებისთვის მიზეზს რა გამოლევს?.. იყავით ღიმილიანი, მოსიყვარულე. ნათესავებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით.

ტყუპი
გარშემო მყოფების მიმართ იყავით მეტად ყურადღებიანი. ისინი დააფასებენ თქვენს საქციელს. საღამო აქტიურ დასვენებას დაუთმეთ.

კირჩხიბი
საინტერესო შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. დღის პირველ ნახევარში საოჯახო საქმეები მოაგვარეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ლომი
მეგობრები დასვენების საშუალებას არ მოგცემენ. საოჯახო საქმეების შესრულებას დაგავალებენ. საღამოს საყვარელ ადამიანს ტკბილეულით გაუმასპინძლდით.

ქალწული
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, როცა საკითხი სამსახურს ეხება და გულის კარნახით, როცა – პირად ურთიერთობებს. საღამოს კარგია შოპინგი.

სასწორი
შეხვედრების, ურთიერთობის დღეა; მეგობრებს უმასპინძლეთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

მორიელი
სასიამოვნო შეხვედრების, რომანტიკული ნაცნობობის დღეა. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი
აქტიური დასვენების დღეა. მეგობრებთან ერთად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, მოაწყვეთ პიკნიკი. ზოგიერთი არაორდინალური საქციელით გააკვირვებს მეგობრებს.

თხის რქა
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. იზრუნეთ მათი განწყობის ამაღლებაზე. საღამოს მეგობრებთან ერთად შოპინგი მოიწყვეთ.

მერწყული
იყავით მეტად ორგანიზებული. დროა სანათესავოშიც და სამეგობროშიც ლიდერის როლი მოირგოთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ შეხვედრას მოგიწყობთ.

თევზები
გართობისა და შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღე გელით. მეგობრებთან ერთად კულტურულ ღონისძიებებს დაესწარით.

http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები