9 წლის გოგონა თავისი ხელით აშენებს სახლებს უსახლკარო ადამიანებისთვის (ფოტოები)

84
SHARE

ჰეილი ფორტი სულ რაღაც 9 წლისაა, მაგრამ ბევრად მეტი აქვს გაკეთებული უსახლკარო ადამიანებისთვის, ვიდრე ბევრ ჩვენგანს. გოგონა თავისუფალ დროს მობილურ თავშესაფრებს აშენებს იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო სახლ-კარი არ აქვთ. ჰეილის მათთვის საკვებიც კი მოჰყავს.

გოგონამ პირველად 5 წლის ასაკში დაინახა უსახლკარო ადამიანი და მაშინვე უთხრა დედას, რომ მისი დახმარება სურდა. დედა, რა თქმა უნდა, დაეთანხმა და იმის შემდეგ ერთად აკეთებენ სიკეთეს. ადამიანს, რომელსაც პირველად დაეხმარა, ედვარდი ერქვა. ის, იმ დროიდან მოყოლებული მეგობრობს და ეხმარება პატარა ჰეილის.

“მე მგონია, რომ აბსოლუტურად არასწორია, სამყაროში უსახლკარო ადამიანები რომ არსებობენ… ვფიქრობ, რომ ყველას უნდა ჰქონდეს სახლი”, – ამბობს ჰეილი.

ყოველი მობილური თავშესაფრის აშენება 300$-ს მოითხოვს. მართალია გოგონას მშობლებიც ეხმარებიან, მაგრამ ძირითადად ყველაფერს თვითონ აკეთებს.

მცირე სახლები, სახურავითა და ფანჯრებით (2.4×1.2 მ.), აშენებულია ფირფიტებისგან, გადამუშავებული ქსოვილებისგან და ბორბლებისგან, რითიც გადაადგილების საშუალება ეძლევა.

წყარო: http://news.mcvane.ge

 

FB კომენტარები

კომენტარი