9 წლის „ბიზნესვუმენი“ თავისი გამოგონილი გაზიანი სასმელით კონკურენციას „კოკა-კოლას“ უწევს

102
SHARE

როგორ გახდა მიკაელა ულმენი 9 წლის ასაკში „ბიზნესვუმენი“ ამერიკელი გოგონას უჩვეულო ისტორიის შესახებ გამოცემა blackentrepreneur.com წერს.
ამბავი კი ასე დაიწყო: რამდენიმე წლის წინ მიკაელა ულმანს ერთ კვირაში ფუტკარმა ორჯერ უკბინა. ის ძალიან შეშინდა და მწერების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყო.
„შიში რომ დამეძლია, მშობლებმა მირჩიეს, გამომეკვლია ფუტკრების დადებითი და უარყოფითი თვისებები. ამ გამოკვლევის შედეგად მივხვდი, თუ რამდენად სასარგებლოა ეს მწერი და, რომ ისინი გადაშენების პირას არიან. ამიტომ გადავწყვიტე, შემექმნა პროდუქტი, რომელიც ფუტკრებს გადაშენებისგან იხსნიდა. მე გავარკვიე, რომ მეფუტკრეებმა მხოლოდ გასულ წელს კოლონიების 42% დაკარგეს, რაც უზარმაზარი დანაკლისია“,- განაცხადა გამოცემასთან ინტერვიუში გოგონამ.
მიკაელამ გადაწყვიტა, შეექმნა ლიმონათის რეცეპტი, სადაც გამოიყენა თაფლი და სხვა ინგრედიენტები. მან დამატებით რეცეპტები ბებიის საგვარეულო წიგნშიც მოიძია. თავდაპირველად გოგონამ და მისმა ოჯახმა BeeSweet-ის შეკვეთით დამზადება „ივენთებისთვის“ და პიცის მაღაზიისთვის დაიწყო. მოგვიანებით კი, მათ კომპანია Bee Sweet Lemonade დააფუძნეს.
კომპანიის მოგების ნაწილს მიკაელას ოჯახი ორგანიზაციას ურიცხავს, რომელიც ფუტკრებს გადარჩენაში ეხმარება. მისი ასაკის ზოგიერთ ბავშვს, შესაძლოა, არ სურდეს შემოსავლის სხვისთვის განაწილება, მაგრამ მიკაელასთვის ეს მისაღები აღმოჩნდა.
„ვთვლი, რომ ამით მსოფლიოს ვეხმარებით და ეს ჩემი მთავარი მოტივაციაა“, – ამბობს პატარა „ბიზნესვუმენი“.
ცოტა ხნის წინ მიკაელას ისტორია კომპანია Whole Foods-ისთვისაც გახდა ცნობილი. ის გოგონას და მის ოჯახს დაუკავშირდა და ამჟამად ფუტკრის ნექტრით დამზადებულ ლიმონათებს აშშ-ის 4 შტატის 32 მაღაზიაში ყიდის. მან მიკაელას ოჯახთან 1-მილიონიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა. აღსანიშნავია, რომ BeeSweet კონკურენციას უკვე უწევს „კოკა-კოლას“, „კრაფტს“ და სხვა ტკბილი გაზიანი სასმელების მწარმოებელ კომპანიებს. მიკაელას ოჯახი ეხმარება, რომ განავითაროს ბიზნესი. მხოლოდ წელს ისინი 140,000 ბოთლის გაყიდვას გეგმავენ. რაც შეეხება 9 წლის „ბიზნესვუმენს“ , უცხოური მედიის ცნობით, მას შესანიშნავად აქვს დრო გადანაწილებული: ახერხებს დიდხანს ძილს, თამაშს და ეს ყველაფერი მუშაობასთანაც შეთავსებული აქვს. მიკაელას თქმით, ამ ზაფხულს bee sweet-ს 2 ახალი გემოს ლიმონათი დაემატება.

FB კომენტარები

კომენტარი