9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

57
SHARE

ვერძი
დღის განმავლობაში მოსალოდნელია გეგმებიც ცვლილება. მოერიდეთ უსიამოვნებას უფროსთან. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას დაიცავით დისტანცია. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

კურო
კარგი დღეა ინტელექტუალური, შემოქმედებითი საქმეებისთვის. მოაგვარეთ პირადი ურთიერთობა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან, ნათესავებთან.

ტყუპი
ივნისში დაბადებულებს გაიტაცებთ ავანტიურა. გაფრთხილდით, რათა არ დაარღვიოთ კანონი. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას მშობლებთან, უფროსთან.

კირჩხიბი
ახალი იდეები შუადღის შემდეგ განახორციელეთ. დილით მეტად დაისვენეთ და გამოიძინეთ. საღამოს გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. შეადგინეთ სამომავლო გეგმა.

ლომი
გაუფრთხილდით ფინანსებს. მოერიეთ საკუთარი და ახლობლების ფულის ფლანგვას. შეიძლება შეგახსენონ ძველი ვალების გადახდა, გაგირთულდეთ ურთიერთობა ბანკის წარმომადგენლებთან. კონტრაქტების გაფორმებისას მეტი დაკვირვება გმართებთ.

ქალწული
მოერიდეთ დაპირისპირებას პარტნიორებთან. შეიძლება ძველმა კონფლიქტმა იჩინოს თავი მეგობრებთან. დღეს მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებას. ფინანსები მოზომილად ხარჯეთ.

სასწორი
დილიდან შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და მის მიხედვით იხელმძღვანელეთ. კარგი დღეა ახალი საქმის, ან პროექტის დასაწყებად. მუშაობისას მეტად გამოავლინეთ პროფესიონალიზმი.

მორიელი
პირადი გრძნობები თქვენთვის სამსახურის საქმეებზე მნიშვნელოვანი გახდება. შეიძლება გაგიმძაფრდეთ ინტერესი დიზაინის, ხელოვნების მიმართ. საღამო თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ.

მშვილდოსანი
ყურადღება გმართებთ მუშაობისას. ახალი პროექტების განხორციელებამდე დეტალები განიხილეთ პარტნიორთან. მოსალოდნელია მცირე შეფერხებები, მაგრამ დროებით, ცოტა ხანში ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება.

თხის რქა
მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. იურიდიული საკითხები დაკვირვებით მოაგვარეთ. ყურადღება გმართებთ ხელშეკრულებების გაფორმებისას.

მერწყული
ახალი პროექტები დღის მეორე ნახევარში განახორციელეთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას უცხოელ კოლეგებთან, სახელმწიფო მოხელეებთან. მეტი ყურადღება დაუთმეთ წარსულში შესრულებულ საქმეებს, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები.

თევზები
გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას ნუ იქნებით მეტად გაღიზიანებული და მომთხოვნი. მოაგვარეთ პარტნიორული ურთიერთობა, სამემკვიდრეო საკითხები. დღის მეორე ნახევარი თქვენს საყვარელ საქმიანობას დაუთმეთ.

FB კომენტარები

კომენტარი