9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

276
SHARE

ვერძი
ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. დღეს თქვენი შრომისუნარიანობა მოიმატებს. ზოგიერთს სარფიან სამსახურს შესთავაზებენ. პირად ცხოვრებაში ჰარმონია დაისადგურებს.

კურო
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. განსაკუთრებით, თუ საქმე კარიერას ეხება. პირადი ცხოვრება გამოცანებითაა აღსავსე. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი
კარგი დღეა სწავლისთვის; დისერტაციის დასაცავად. არ იზარმაცოთ, ცოდნის მიღება არავის აწყენს. საყვარელი ადამიანი ყველა საკითხს დამოუკიდებლად მოაგვარებს, თქვენ დაისვენეთ.

კირჩხიბი
მეტი დრო გაატარეთ მშვიდ სიტუაციაში. უმჯობესია, მყუდრო გარემოში განმარტოვდეთ. სამსახურში ნუ ეცდებით აქტიურობას. საღამო მშვიდ, შინაურულ გარემოში გაატარეთ.

ლომი
აქტიური ხართ, აკონტროლეთ ემოციები. მეტი დრო გაატარეთ თქვენ მიმართ პოზიტიურად განწყობილ ადამიანებთან ერთად. საღამოს რომანტიკული თავგადასავალი გელით.

ქალწული
დღეს ყველა იდეას, ფანტასტიკურსაც კი განახორციელებთ. საქმეების პარალელურად მოაგვარეთ საოჯახო საკითხები. საყვარელი ადამიანი მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ.

სასწორი
შეხვედრებისა და დამთხვევების დღეა. იქნებ დროა, დაფიქრდეთ და გამოასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები. დააკვირდით იმ ადამიანებს, ვისაც დღეს შეხვდებით. საღამოს მოაგვარეთ საოჯახო საქმეები, დაიხმარეთ ნათესავები.

მორიელი
კარგი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. საინტერესო ადამიანების გაცნობა და შეხვედრები გელით.

მშვილდოსანი
მეტად გამოავლინეთ ლიდერული თვისებები. ნებისმიერ უსიამოვნებას მარტივად გაართმევთ თავს და გარშემო მყოფებში ავტორიტეტს დაიმსახურებთ. არ გაანაწყენოთ საყვარელი ადამიანი.

თხის რქა
სასიამოვნო მოვლენებით დაგამახსოვრდებათ დღევანდელი დღე. დილით კოლეგებთან ერთად განიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას სიმშვიდე შეინარჩუნეთ.

მერწყული
პოზიტიური და კეთილი დღე გელით. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მცირე უსიამოვნებებს. საღამოს მოიცალეთ და გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

თევზები
წარმატებული დღე გელით. ფორტუნა სიურპრიზებსა და საჩუქრებს გპირდებათ. ოჯახის წევრები მხიარულებაში აიყოლიეთ. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი