9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

68
SHARE

ვერძი
კარგი დღეა საქმეების, პროექტების განსახილველად, გადასახედად. ნუ წამოიწყებთ ახლებს. მეტი დრო დაუთმეთ მიმდინარეებს.

კურო
ნაყოფიერი დღე ელით ბიზნესმენ კუროებს. საქმეებიც გაგიუმჯობესდებათ და შემოსავალიც გაგეზრდებათ. მოერიდეთ შორ მანძილზე მგზავრობას.

ტყუპები
გაფრთხილდით, არავინ მოგატყუოთ, ხოლო თავად საქმეებში არ დაუშვათ შეცდომები. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს. ნუ იქნებით აგრესიული გარშემო მყოფების მიმართ.

კირჩხიბი
გადაწყვეტილებების მიღებამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. უმჯობესია, მშვიდად და უშეცდომოთ იმოქმედოთ.

ლომი
მშვიდი და ჰარმონიული დღე გელით. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. საღამოს მეგობრებს შეხვედით.

ქალწული
მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. მეტად დაისვენეთ. ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. კარგია კონტრასტული შხაპის მიღება და ბალახების ჩაის დალევა.

სასწორი
მეტად იმოძრავეთ, სამსახურშიც გააქტიურდით. მეტეოდამოკიდებულებს თავის ტკივილი შეაწუხებთ. გამოიძინეთ.

მორიელი
კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად. საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. აგრეთვე, სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად და ახალი საქმიანობის შესასწავლად.

მშვილდოსანი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, კოლეგებთან. დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები და სარფიანად დააბანდეთ ფული.

თხის რქა
კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მთავარია, გადაწყვეტილებების მიღებისას დიდხანს არ იფიქროთ.

მერწყული
შანსი გამოგიჩნდებათ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. იყავით კრეატიული და ნუ მოგერიდებათ საკუთარი იდეების გარშემო მყოფებისთვის გაზიარება.

თევზები
დღეს ურთიერთსაწინააღმდეგო განწყობაზე იქნებით, ხან სიზარმაცე და ოცნებება შემოგიტევთ, ხან აქტიურად და მიზანსწრაფულად იმოქმედებთ. მთავარია, ინტუიციას ენდოთ.

Comments

comments