მოხუც კურიერს, რომელიც პიცას დაატარებს, „ჩაის“ სახით ცნობილმა ,,ტიკტოკერმა,, 12 ათასი დოლარი მისცა და ამან მისი ცხოვრება სრულებით შეცვალა.
89 წლის დერლინ ნიუი კვირაში 30 საათს მუშაობს პიცერია Papa John’s Pizza-ში, იუტას შტატში.
მან პიცა ცნობილი ,,ტიკტოკერის,, სახლში მიიტანა, კარლოს ვალდესმა კი მოხუცის ცხოვრება შეცვალა.
ამ უკანასკნელმა ჩაწერა თავისი ოჯახის წევრებისა და მოხუცი კურიერის საუბარი, ,,ტიკტოკის,, პირად გვერდზე განათავსა და ვიდეო მომენტალურად იქცა ვირუსულად.
ვალდესის ფანებს კეთილი მოხუცი კურიერი ძალიან შეუყვარდათ და ბევრი კითხულობდა, რატომ მუშაობს ასეთი მოხუცი ჯერ კიდევ. შემდეგ ,,ტიკტოკერს,, იდეა მოუვიდა და მოხუცისთვის თანხის შეგროვება დაიწყო.
მან Venmo–ს დახმარებით შეაგროვა 12 069 დოლარი.
სამშაბათს ვალდესი მეუღლესთან ერთად მოხუცს შინ ესტუმრა და ე.წ. ჩაი მიუტანეს – 12 069 დოლარი.
მოხუცი კურიერის რეაქციები კი ვიდეოფირებად შემორჩა ინტერნეტსივრცეს.