86 წლის შემდეგ პირველად – აია–სოფიას ტაძარში დღეს, 24 ივლისს მსახურება აღევლინება.
როგორც ცნობილია, თურქეთის რელიგიის საკითხთა სამმართველოს მეთაურმა, ალი ერბაშმა სტამბოლში, მეჩეთად გადაკეთებულ ტაძარში მსახურებისთვის სამი იმამი და ხუთი მუეძინი დანიშნა.
10 ივლისს ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.