86 წლის ამერიკელმა პენსიონერმა ბანკის გაძარცვა სცადა

აშშ-ში 86 წლის ქალბატონმა, ბანკის გაძარცვა იარაღით სცადა. შემთხვევა ფილადელფიაში „TD“ ბანკის ფილიალში მოხდა.
ემილი ქოკლიმ იარაღი მოლარეს დაუმიზნა და 400 დოლარი მოითხოვა.

პოლიციამ, მოხუცი დამნაშავე, რამდენიმე წუთში დააკავა. როგორც გაირკვა, ქალბატონმა წინა დღით, საბანკო ანგარიშიდან 400 დოლარი დაკარგა, „მართლმსაჯულების” აღდგენა კი, იარაღის დახმარებით გადაწყვიტა.

ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც ემილიმ ბანკის გაძარცვა სცადა, დატენილი არ იყო, პოლიცია 86 წლის პენსიონერს, იარაღის უკანონო ტარებას, ძარცვის მცდელობას და ტერორისტულ მუქარას ედავება.

კომენტარები

სხვა სიახლეები