85 წლის პოლონელი ნაცისტების ოქროთი დატვირთულ მატარებელს უკვე 40 წელია ეძებს

284
SHARE

 

85 წლის პოლონელი ტადეუშ სლოვიკოვსკი, რომელიც ოქროთი დატვირთულ ნაცისტების მატარებელს უკვე 40 წელია ეძებს, აცხადებს, რომ მას შეიარაღებული პირები დაემუქრნენ. სლოვიკოსკის თქმით, ამ მუქარის შემდეგ უცნობმა პირებმა მისი ძაღლი მოწამლეს, სახლის მინა ჩაამტვრიეს და მის ტელეფონს უსმენენ. სლოვიკოვსკი დარწმუნებულია, რომ ეს სპეცსამსახურების ტაქტიკაა, რომლებიც მათთვის არასასურველი ადამიანების დაშინებას ცდილობენ.

პოლონეთის ხელისუფლებამ „განძის მაძიებლებს“ უშედეგო მცდელობების შეწყვეტისკენ მოუწოდა. სწორედ ამ ინფორმაციის პარალელურად გავრცელდა ცნობები, რომ ქალაქ ქსენჟთან ახლოს, სადაც, სავარაუდოდ, მატარებელი უნდა იყოს, ხანძარი გაჩნდა. თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ამ ხანძრის გაჩენაში ბოროტ განზრახვას უარყოფს.

„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ხანძარს საიდუმლო მატარებლის ისტორიაში კიდევ უფრო მეტი ბუნდოვნება შეაქვს. ამ ისტორიის მიხედვით, 1945 წელს მატარებელი, რომელსაც ნაცისტური გერმანიის ოქრო გადაჰქონდა, ქსენჟის მახლობლად გვირაბში შევიდა და შემდეგ გაქრა. მოგვიანებით ეს გვირაბი დახურეს და ის უბრალოდ დაივიწყეს.

2BD605BC00000578-3216741-image-m-23_1441011647158

2BBF25FC00000578-3216741-Found_Journalist_Tom_Bower_believes_the_room_could_be_on_board_a-a-24_1441011673448

2BD53ECF00000578-3216741-image-a-13_1441011266465

FB კომენტარები

კომენტარი