84 წლის მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი მეოთხედ ქორწინდება (ფოტო)

84 წლის მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი დაქორწინებას აპირებს,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
მერდოკი მსახიობსა და მოდელ ჯერი ჰოლიზე უკვე დაინიშნა. ეს მერდოკისთვის რიგით მეოთხე ქორწინება იქნება. მედიამაგნატი და მსახიობი ერთმანეთს გასული წლის ზაფხულიდან ხვდებიან. მერდოკი წინა მეუღლეს, ავსტრალიელ ვენდი დენგს 2013 წელს გაშორდა. რუპერტ მერდოკი მსოფლიოში უმსხვილესი მედიაკონგლომერატის „ნიუს კორპორეიშენის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

12540280_1110723718972471_2074435896_n

კომენტარები

სხვა სიახლეები