83 წლის არჩილ ჩიხრაძე, რომელიც შიმშილს, სიცივეს და მარტოობას ებრძვის (ვიდეო)

მაყვალა და არჩილ ჩიხრაძეების დუეტი 60-80-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. არჩილის და მისი მეუღლის დუეტმა ბევრი ცნობილი სიმღერა შეასრულა: „სიჭაბუკე“, „წლები გარბიან“ და „ჯგუფ გამოუვალი მდგომარეობას“ გაცოცხლებული ჰიტი „კართან მოდგა შემოდგომა“ მე-20 საუკუნის 90-იანმა წლებმა კი ყველაფერი შეცვალა. წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
ბატონი არჩილი იერუსალიმის ქუჩაზე, ყველასგან მიტოვებული, საცხოვრებელი პირობების გარეშე, ავარიულ სახლში ცხოვრობს.
ისტორიკოსმა, რეალითი შოუს მონაწილე ვლას ვაწაძემ გადაღების დროს ძველი მომღერალი შემთხვევით აღმოაჩინა. როგორც არჩილმა ვლასს უთხრა, ის უკვე 83 წლისაა და ამიტომ ჟურნალისტების ინტერესი დაკარგა. საბჭოთა დროის შემდეგ დაკარგა ხელოვან მუშაკებისთვის განკუთვნილი პრემია და ახლა მხოლოდ 160-ლარიანი პენსიის იმედზეა, რომელსაც ყოფილ ცოლს აბარებს შესანახად, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც 83 წლის მოხუცი გაძარცვეს. როგორც ვიდეოზე ნახავთ, ერთ დროს ყველაზე პოპულარული მომღერალი ახლა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს – ის ყოველდღე შიმშილს, სიცივეს და მარტოობას ებრძვის.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები