81 წლის რაიმონდ პაულსი სახელს იცვლის

ლატვიელმა კომპოზიტორმა რაიმონდ პაულსმა 81 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ სახელი შეიცვალოს. მას სურს, რომ მისი სახელი ოიარსი გახდეს. მისი თქმით, სახელი რაიმონდი უკვე ძალიან გაიცვითა, რადგან ის ბევრ პოლიტიკოსს ჰქვია.
როგორც მან განმარტა, ოიარსის მას ოჯახის წევრები ბავშვობაში ეძახდნენ. „მე ორი სახელი მაქვს, რაიმონდი და ოიარსი. მშობლები ხშირად კამათობდნენ ამ საკითხზე. საბჭოთა კავშირში ორი სახელის ქონა არ შეიძლებოდა და საბოლოოდ მხოლოდ რაიმონდი დარჩა“,- განაცხადა კომპოზიტორმა. მანვე აღნიშნა, რომ ყოველთვის სურდა, უფრო მოკლე სახელი ჰქონოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები