81 წლის მოხუცი საავადმყოფოს ეზოში აკორდეონზე შესრულებული კომპოზიით კოვიდ–ინფიცირებული ცოლის გამხნევებას ცდილობს (ვიდეო)

თითქმის ერთი წელია, ინტერნეტ სივრცეს კოვიდ–ისტორიები იპყრობენ. ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა 81 წლის მამაკაცის ვიდეო – იტალიელი ვეტერანი, სტეფანო ბოძინი თავის კოვიდ–ინფიცირებულ ცოლს საავადმყოფოს ეზოდან ამხნევებს. იგი კარლას ქალაქ კასტელ სან ჯოვანის ერთ-ერთი საავადმყოფოს ეზოში აკორდეონით ბრიტანელი მუსიკოსის, ენგელბერთ ჰამპერდინქის კომპოზიციას – Spanish Eyes-ს უსრულებს

ვიდეოში ჩანს, რომ კარლა ქმარს ექთნებთან ერთად ფანჯრიდან ადევნებდა თვალს.

„ეს კარლასთვის გავაკეთე, რათა მეჩვენებინა მისთვის, თუ როგორ მიყვარს”, – ამბობს სტეფანო ბოძინი.

კომენტარები

სხვა სიახლეები