80 წლის ბაბუა 14 წლის შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ქარელში არასრულწლოვან შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით 80 წლის კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა ფიზიკურად იძალადა თავის შვილიშვილზე – 2006 წელს დაბადებულ მ.კ.-ზე.

ბავშვმა ძალადობაზე ინფორმაცია მიაწოდა სოციალურ მუშაკს, რომელმაც ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში

კომენტარები

სხვა სიახლეები