8 წლის რეზის საზოგადოების დახმარება ესაჭიროება – “მისი ტყუპისცალი დაიკო დაბადებიდან 10 დღეში გარდაიცვალა”

8 წლის რეზის სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც თურქეთში უნდა ჩაუტარდეს, რაც საკმაოდ დიდ თანხასთან არის დაკავშირებული.
ამიტომ, ოჯახი საზოგადოების დახმარების იმედად რჩება.
რვა წლის რეზის ცერემბრალური დამბლის მძიმე ფორმა აქვს, ასევე, ბიჭს მენჯ-ბარძაყის დისპლაზიები, მარცხენა მხრივი ამოვარდნილობა აქვს, რომლის ოპერაციაც მას სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს.
როგორც ბავშვის დედა ამბობს, მას ტყუპისცალი და ჰყავდა, რომელიც დაბადებიდან ათ დღეში ჰიდროცეფალიით გარდაიცვალა.

“რეზიკუნა, ჩემი მზის სხივი, სულ რაღაც 1კილო დაიბადა, დღენაკლული და 7-თვიანი. მისი ტყუპისცალი დაიკო, პატარა მარიამი, სამწუხაროდ, დაბადებიდან 10 დღეში გარდაიცვალა. ჰიდროცეფალიის გამო, რევაზ აბუთიძეს 1 წლის ასაკში თავზე ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, რის გამოც ამჯამად შუტირებულია. ჩემი მებრძოლი და გმირი ბიჭი. მიუხედავად იმისა, რომ ცერემბრალური დამბლა აქვს, დაბადებიდან არაერთი სირთულე და დაბრკოლება გადალახა. ჩემთან ერთად ყოველთვის დაუღალავად იბრძვის. თავის დიაგნოზიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და მეტყველებაც უჭირს. აქვს მენჯ-ბარძაყის დისპლაზიები, მარცხენა მხრივი ამოვარდნილობა, რის გამოც, უმეტესად, მწოლიარე მდგომარეობაშია
აქვს საშინელი ტკივილები და დაჯდომაც უჭირს. ახლო მომავალში დაგეგმილი გვაქვს მენჯ ბარძაყის ამოვარდნილობის გამო ოპერაცია ფეხებზე თურქი ექიმების მიერ, რაც,
დაახლოებით, 10 000 დოლარი ჯდება, ქირით ვცხოვრობთ. უთქვენოდ, ალბათ, ვერაფერს შევძლებთ. ყველას მოგმართავთ ძალიან დიდი თხოვნით, იქნებ, გულთან მიიტანოთ რეზიკუნას ამდროინდელი მდგომარეობა და საოპერაციოდ დაგვეხმაროთ თანხის შეგროვებაში. ოპერაცია რომ არ გადაიდოს გაზაფხულზე და ჩაუტარდეს, რაც შეიძლება მალე, როგორც თურქი ექიმები გვპირდებიან, ამ ოპერაციის შემდეგ რეზიკუნა მოახერხებს დამოუკიდებლად დგომასა და ჯდომას. წონასწორობას უკეთ შეინარჩუნებს. ძალა ხომ ერთობაშია. თქვენი დახმარებით ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის
გაიხარეთ
ანგარიშის ნომრები:
#GE08LB0711173835208000
LIBERTY BANK სალომე ქვრივიშვილი
#GE33BG0000000162677655 საქართველოს ბანკი BANK OF GEORGIA ნინო სოსიაშვილი
#GE66TB7201745064300019 TBC BANK ნინო სოსიაშვილი
დედის საკონტაქტო ნომერი: 599375829” .

კომენტარები

სხვა სიახლეები