ქორწილი- ყველას კარგათ მოგეხსენებათ უდიდეს ბედნიერებასთან ასოცირებული სიტყვა რომ არის, ერთ-ერთი უბედნიერესი დღე ყველას ცხოვრებაში, როდესაც ფეხს ვდგამთ ცხოვრების ახალ ეტაპზე და დარჩენილ სიცოცხლეს ვატარებთ საყვარელი ადამიანის გვერდით. უნდა გვიხაროდეს, რომ საქართველოში ვცხოვრობთ, ქვეყანაში, სადაც ძალდატანებითი ქორწინება კანონით არ არსებობს და გვაქვს შესაძლებლობა საკუთარი სურვილის მიხედვით წარვმართოთ ბედი შესაფერისი ასაკიდან გამომდინარე.
ყველასთვის ცხადია, რომ მუსლმანურ სამყაროში ადრეული ასაკიდან გათხოვება კანონით მოქმედებს და უსუსური ბავშვები 6 წლის ასაკიდან უძლურნი არიან მამისა თუ პაპის ტოლა ქმრისა და კანონის წინაშე. მრვლად გვესმის სოც-ქსელებში გახმაურებული სკანდალები, საიდანაც ვიგებთ თუ როგორ გადაყვა მშობიარობას 2010 წელს 12 წლის გოგო, რომელიც 3 დღე გრძელდებოდა, ან თუნდაც ვერ გაუძლო სექსუალურ თანაცხოვრებას ასაკით უფროს მამაკაცთან, ასევე ადრეულ ასაკში გათხოვება ზრდის მათი გარდაცვალების რისკს და ა.შ. თუმცაღა ამდენი სისასტიკე არ კმარა ქვეყნის გამოფხიზლებისა და “ხორცზე ბილწად” ასოცირებული “გაავებული” მამაკაცების რიცხვის დაცხრომა და გრძელდება კვლავ კანონით არსებული, პატარა ბავშვების იძულებითი ქორწინება.
სწორედ ერთ-ერთი ასეთი ქორწინების მსხვერპლი გახდა სულ ახლახანს 8 წლის გოგონა, რომლის სახელი და გვარის დასახელებისგან მედია თავს იკავებს. წინააღმდეგობისდა მიუხედავად მისი ქორწინების “პირველი ღამე” შედგა, თუმცა ფატალური შედეგით დასრულდა. გოგონამ ვერ გაუძლო “ქმართან” (მიჭირს ასეთ ცხოველს ქმარი ვუწოდო) სექსუალურ კავშირს და შიდა სისხლდენებით გარდაიცვალა.
შარშან ზაფხულს, ივლისშიც ზუსტი ტრაგედია დატრიალდა იემენში და 13 წლის ვინმე Ass Ilham al Mahdi ქორწილის “პირველ ღამეს” გარდაიცვალა. გოგონას ორგანიზმი არ იყო ჩამოყალიბებული ცოლ-ქმრული ცხოვრებისათვის, თუმცაღა მისი უარი ქმარმა არ მიიღო და დატკბა “ძალდატანებით”- არსებული რეალობით, რის გამოც ილჰამმა ბევრი სისხლი დაკარგა. უგონო მდგომარეობაში მყოფი გოგონა ნათესავებმა ოთახში მას მერე ნახეს, რაც მისი გარეთ გამოსვლა ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ მოხერხდა. შეშფოთებულებმა მაშინვე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში ილჰამი, თუმცა მედიკების 4 დღიანი მცდელობის მიუხედავად, ვინაიდან შინაგან ჩახევებსა და სისხლდენებსაც ჰქონდა ადგილი, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ილჰამის მეუღლეს ილჰამის ნათესაობამ წაუღენა ბრალი- თუ რატომ მიატოვა მან გოგონა უგონო მდგომარეობაში სასტიკი მოქცევის შემდეგ, თუმცა ვერაფერს გახდნენ, რადგან “ქმარმა გოგონა კანონიერად გააუპატიურა”.
შეგახსენებთ, რომ გაყვე ცოლად 2-ჯერ და მეტჯერაც უფროს მამაკაცს, ეს ნორმალური პრაქტიკაა იემენში და უარესიც, იქ გოგონები 15 წლამდე ადრე თხოვდებიან (უფრო სწორედ კი ძალით ათხოვებენ).
იემენის პატარა ბავშვები და მათი 3-ჯერ და 6-ჯერ დიდი ქმრები:
წყარო: http://4.dainteresdit.ge