ვერძი
შეხვედრების, საოჯახო დასვენების დღეა. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.
კურო
ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, ძველები დაასრულეთ. მოერიდეთ თქვენ მიმართ აგრესიულად განყობილ ადამიანებთან ურთიერთობას. კარგია მასაჟი, თვითმასაჟი.
ტყუპი
გარშემო მყოფებთან შეინარჩუნეთ მეგობრული დამოკიდებულება. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.
კირჩხიბი
მოერიდეთ გრანდიოზული იდეების განხორციელებას, ცვლილებებს. მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, უყურეთ სენტიმენტალურ ფილმს. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
ლომი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ახალგაცნობილებთან, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. გარშემო მყოფებთან მოერიდეთ საკამათო თემებზე საუბარს.
ქალწული
კარგი დღეა საყიდლებისთვის (პარფიუმერია, სუვენირები, თეატრის ბილეთები). ზოგიერთს ქველმოქმედების სურვილი გაუჩნდება.
სასწორი
მეტად დაისვენეთ, მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, გაისეირნეთ ძილის წინ.
მორიელი
ნუ გაიფუჭებთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობას ეჭვებით. კარგი დღეა რომანტიკული პიკნიკის მოსაწყობად საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ.
მშვილდოსანი
შეხვდით მეგობრებს, იმხიარულეთ, დააგემოვნეთ ახალი კერძები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან, მოუწყვეთ რომანტიკული პაემანი.
თხის რქა
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად ბუნებაში. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
მერწყული
მოსაწყენ საქმეებს გულს ვერ დაუდებთ. მეტად დაისვენეთ, დღე მეგობრებთან ერთად გაატარეთ, იმხიარულეთ, საღამო – ოჯახის წევრებთან ერთად.
თევზები
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, სოციალური ცხოვრებაში აქტიურობისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლს. საღამოს წიგნი წაიკითხეთ.