ვერძი
ყველა თვალსაზრისით, ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე, ღირებული რჩევა ან ახლობლის დახმარება, რომელიც თქვენს საქმეში გადამწყვეტ როლს შეასრულებს. შესაძლოა, პარტნიორმა რაღაცით გაგაოცოთ, რაც დიდად არ გაგახარებთ – სიახლის ავტორი ხომ თქვენ არ ხართ. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ახლობელ ადამიანს.
კურო
დროა, დაძაბული შრომის ნაყოფი მიიღოთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი – ხელფასი ან პრემია ადრე შესრულებული სამუშაოსთვის. ერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. გახსოვდეთ, რომ თავშეკავებით და წინდახედულებით უფრო იხეირებთ.
ტყუპები
ეს დღე სავსეა გეგმებით და იმედებით, რომლებსაც ასრულება არ უწერიათ. მგზავრობასთან დაკავშირებული შეთანხმება ჩაიშლება და შესაძლოა, ნათესავებთან კონფლიქტური ვითარება შეიქმნას. გამორიცხული არ არის ტრავმები, ამიტომ გზაზე ყურადება და სიფრთხილე გამოიჩინეთ. ერიდეთ ელექტრომოწყობილობებს.
კირჩხიბი
ეს დღე ენერგიის მოზღვავებას და ახალ, შემოქმედებით იდეებს უკავშირდება. შეგიძლიათ, პროფესია ან სამუშაო ადგილი შეიცვალოთ. თქვენი პრაქტიკულობა და ინტუიცია წარმატების გარანტია. კარგი პერიოდია სამომავლო გეგმების განხორციელებისთვის. ერიდეთ უსარგებლო ნივთების შეძენას და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ.
ლომი
დროა, მოღვაწეობის სფეროს შეცვლაზე იფიქროთ. თქვენი წარმატების საფუველი უახლოესი გარემოცვაა. ეცადეთ, საკუთარ პრობლემებში არ ჩაიკეტოთ. ძლიერი ნებისყოფა და ლიდერობის სურვილი დაგეხმარებათ, თავი ცხოვრების ბატონ-პატრონად იგრძნოთ. კარგი იქნება, თუ ამ დღეს ოჯახურ წრეში გაატარებთ.
ქალწული
ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. საკუთარ შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით წარმოაჩენთ. შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა უახლოეს ხანებში წარმატებას მოგიტანთ. გახსოვდეთ, უახლოეს ადამიანებზე ზრუნვა თქვენი მოვალეობაა.
სასწორი
წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში დაღლილობა და დაგროვილი პრობლემები თავს შეგახსენებენ, თუმცა დღის მეორე ნახევარში გაცილებით უკეთ იქნებით.
მორიელი
ამ დღეს ვარსკვლავები კომერციულ გარიგებებს და საქმიან ქაღალდებთან მუშაობას მფარველობენ. გირჩევთ, პრინციპულად იმოქმედოთ და ინიციატივა ხელიდან არ გაუშვათ. საბოლოო შედეგი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებთ ახალ გარემოებებთან შეგუებას და კოლეგების კეთილგანწყობის მოპოვებას. პირად ცხოვრებაში ეცადეთ, ვნებები დაიცხროთ და შექმნილი ვითარება ობიექტურად შეაფასოთ.
მშვილდოსანი
დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია პირად ცხოვრებაში იმედგაცრუება, პარტნიორებთან ან ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები. ერიდეთ სარისკო საქმიანობას. დღის მეორე ნახევარში მზად იყავით მოულოდნელი, სასიამოვნო სიახლისთვის. ხელსაყრელი დღეა სტუმრად წასვლისა და სტუმრების მიღებისთვის.
თხის რქა
ხელსაყრელი დროა საქმიანი ოპერაციებისთვის, თუმცა შემოსავალი უმნიშვნელი იქნება. სამსახურეობრივ მდგომარეობაში მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილება ან ახალი პროექტების დაწყება. გირჩევთ, დაგროვილ საქმეებს და გადაუჭრელ პრობლემებს დროულად გაუმკლავდეთ.
მერწყული
გაორებული, წინააღმდეგობრივი დღეა. ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც ისურვებდით, ამიტომ წინასწარ დაგეგმეთ თქვენი ფინანსური აქტივობები და უმცირესი წვრილმანიც არ გამოგეპაროთ. მიზნის მისაღწევად მხოლოდ პრინციპულობა და მიზანსწრაფულობა გესაჭიროებათ.
თევზები
ეს დღე განვითარების ახალ ეტაპზე ადასვლას განასახიერებს. ხელსაყრელია ახალი საქმის დაწყება, გარიგებებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. ამ დღეს ნებისმიერი სირთულიდან ღირსეულად გამოსვლას შეძლებთ. მოსალოდნელია სასიამოვნო მოულოდნელობა ან ოჯახში ახალი წევრის გამოჩენა.