8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოერიდეთ აქტიურ საქმიანობას, თუმცა გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. კარგი დღეა დასვენებისთვის. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

კურო
მოერიდეთ საბინაო და სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებას. ზოგიერთი ისეთ ადამიანს გაიცნობს, ვინც მომავალში საქმეების მოგვარებაში დაეხმარება.

ტყუპი
წარმატებული დღე ელით შემოქმედებით ნიშნებს. ახლობლებისგან მატერიალურ

დახმარებას მიიღებთ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი
ზოგიერთი დიდი ხნის ოცნებას აისრულებს, ზოგიერთს დიდი ხნის ვალს დაუბრუნებენ. სიფრთხილე გმართებთ ელექტრონივთებთან.

ლომი
არ გაართულოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. სარემონტო საკითხები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.

ქალწული
კარგი დღეა მოგზაურობისთვის. ზოგიერთს მეგობარი კინოში ან თეატრში დაპატიჟებს. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიანი საკვების მიღებას. ზოგიერთი ძველ შეყვარებულთან განაახლებს ურთიერთობას.

სასწორი
მოსალოდნელია დაუგეგმავ ხარჯი. მოიმატებს აქტიურობა. საქმეებში მაქსიმალური ყურადღება გმართებთ. ნათესავებთან შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

მორიელი
ახალშეძენილი ნივთები გულდასმით შეამოწმეთ. მოერიდეთ ტყუილის თქმას. დღეს საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით.

მშვილდოსანი
საყვარელი ადამიანების გამო მოსალოდნელია ნერვიულობა. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.

თხის რქა
მოერიდეთ დაპირისპირებას ნათესავებთან, მეგობრებთან. მოსალოდნელია სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა უფროსთან ან კოლეგასთან.

მერწყული
საქმეების კეთებისას მეტი ყურადღება გმართებთ. კარგი დღეა სასიყვარულო ურთიერთობის დასაკანონებლად. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.

თევზები
ცვლილებების დღეა; მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. მუშაობა გელით სახლშიც. არ გადააჭარბოთ წამლების დოზა.

კომენტარები

სხვა სიახლეები