1. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს ხშირად კოცნიან კარიესი არ ემუქრებათ, რადგან კოცნის დროს დიდი რაოდენობის ნერწყვი მუშაობს, რომელიც კბილებს საღეჭ რეზინაზე არანაკლებად წმენდს.
2. კოცნა კონცენტრაციას, მეხსიერებას, ადამიანის ტვინის განვითარებას აუმჯობესებს და ასევე ტვინის უჯრედებს ჟანგბადით კვებავს. კოცნის დროს ადამიანს სისხლ-ძარღვთა მოძრაობის პროცესი და ნივთიერებათა ცვლა უუმჯობესდება.
3. თურმე კოცნა ფილტვების მუშაობას აუმჯობესებს. ნორმალურ სიტუაციაში ადამიანი წუთში დაახლოებით 20 ჩასუნთქვა – ამოსუნთქვას აკეთებს, ხოლო კოცნის დროს ჩასუნთქვის რაოდენობა სამჯერ იზრდება.
4. მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც დაადგინა, რომ ერთ წუთიანი კოცნა 12 კალორიის დაკარგვას უდრის. თუ თქვენ ყოველ დღე სამი წუთით დაკავდებით კოცნით წელიწადში 3 კილოგრამს დაიკლებთ.
5. კოცნა სტრესის საწინაღმდეგო წამალია. ფერმენტები რომლებიც კოცნის დროს მუშავდება გლუკოკორდიკოიტს (სტრესის ჰორმონი) მუშაობის საშუალებას არ აძლევს.
6. კოცნა გვაძლევს საშუალებას ყოველთვის ვიყოთ ტონუსში და გვმატებს ენერგიას. მიზეზი კი კოცნისას ადამიანის სისხლში ადრენალის გამომუშავებაა.
7. კოცნა სახის ვარჯიშისთვის საუკეთესოა, რადგან მაგ დროს დიდი რაოდენობის კუნთი მუშაობს.
8. კოცნა თქვენს ცხოვრებას გააფერადებს და გააბედნიერებს. დამტკიცებულია, რომ კოცნის დროს ბედნიერების ჰორმონი ენდორფინი მუშავდება.