8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალინდელი დღე შესანიშნავია ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებისთვის, როგორც კვების პროცესში, ისე ზოგადად ცხოვრებაში. გამოავლინეთ თქვენი ნებისყოფა. თქვენ ხომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ, რასაც მოისურვებთ.
კარიერა: კარგი იქნება, თუ ყურადღებას მიაქცევთ სოციალური კონტაქტების გაფართოებას. ჰკითხეთ ნაცნობებს, რას ფიქრობენ თქვენზე. რა იცით, იქნებ, ერიდებათ თქვენთვის კომპლიმენტების თქმა? ყოველ შემთხვევაში, სიმართლე ხომ უნდა იცოდეთ? სიყვარული: თუ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის რაღაცის თქმა აქამდე გერიდებოდათ, ახლა აღიარების დროა! ის ყველაფერს გაიგებს და თუ საპატიებელი ჩაიდინეთ რამე, გაპატიებთ კიდეც.

კურო
ჯანმრთელობა: მოსალოდნელია ზურგისა და კისრის ტკივილი. ეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებად დაიტვირთოთ. უარი თქვით ხვალ ცეკვასა და სპორტულ აქტივობებზე.
კარიერა: ხვალ მოდუნებას წუთითაც ვერ შეძლებთ. გამუდმებით მოგიწევთ უეცრად წარმოშობილი ახალი პრობლემების გადაჭრის გზების ძიება. თავს ძველი საქმეებიც შეგახსენებთ, რომლებიც სასწრაფოდ იქნება მოსაგვარებელი. მოკლედ, მძიმე დღე გელით და მზად უნდა იყოთ.
სიყვარული: ხვალ შესანიშნავი დღე იქნება ხანგრძლივი სეირნობისთვის. მაშინაც კი, თუ ამინდი ხელს დიდად ვერ შეგიწყობთ, უარს ნუ იტყვით ამ სიამოვნებაზე. მოიმარჯვეთ ქოლგა და ჩაიცვით წყალგაუმტარი ფეხსაცმელი. ყველაზე რთული პრობლემების მოგვარებასაც კი ადვილად შეძლებთ სუფთა ჰაერზე.

ტყუპები
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენთვის რუტინა განსაკუთრებით აუტანელი იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა გზით ეცადოთ თქვენი სამუშაო დღის გამრავალფეროვნებას, რათა ცხოვრება უფრო საინტერესო გახდეს თქვენთვის, ნუ, ცოტა ხნით მაინც.
კარიერა: ხვალ აქტიური იქნებით, ისე, როგორც არასდროს. გამოიყენეთ თქვენი ენერგია მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად და დაიწყეთ ფიქრი ხანგრძლივ გეგმებზე.
სიყვარული: ხვალ ადვილი შესაძლებელია, თქვენი ერთი საყვარელი ადამიანი მეორეში აგერიოთ, ანდა, სულაც, მეხუთეში. გააჩნია, რამდენი გეგულებათ გვერდით ასეთი. კარგად დაფიქრდით და გაიხსენეთ, ვის რა უამბეთ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახელები არ აგერიოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში შეცდომის გამოსწორება ძალიან რთული იქნება.

კირჩხიბი
ჯანმრთელობა: თუ დიეტის დაწყებას გეგმავთ, ხვალინდელი დღე სტარტისთვის რეკომენდებული ნამდვილად არ არის. არა იმიტომ, რომ კვების რეჟიმის ცვლილება თქვენზე უარყოფითად იმოქმედებს, არამედ იმიტომ, რომ თქვენი მხრიდან დიეტის შერჩევისას არასწორი არჩევანის გაკეთების შანსი ზედმეტად მაღალია.
კარიერა: ნუ იტყვით უარს თქვენი სურვილების საფუძვლიან კვლევაზე. თქვენ ახლა მძიმე პერიოდი გაქვთ და თქვენს ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების გადასალახად აუცილებელია, ზუსტად იცოდეთ, რა გსურთ.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად დაკავდეთ სპორტით – ერთად ირბინოთ ქუჩაში ან სპორტულ დარბაზებს ესტუმროთ. ასე განსაკუთრებულ სიახლოვეს იგრძნობთ ერთმანეთის მიმართ.

ლომი
ჯანმრთელობა: ხვალ შეიძლება არაჯანსაღმა საკვებმა გაცდუნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღებით მოეკიდოთ თქვენს ჯანმრთელობას და იზრუნოთ თქვენს მუცელზე.
კარიერა: ხვალ თქვენი საქმიანი პარტნიორისთვის რთული მისახვედრი იქნება, რის მიღწევას ცდილობთ პროფესიულ სფეროში. მომავალში არასასურველი საუბრების თავიდან ასაცილებლად, აუხსენით მას მაქსიმალურად გასაგებად თქვენი მიზნებისა და გეგმების შესახებ.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, საღამო რესტორანში, ჭიქა ღვინოსთან ან შამპანურთან ერთად გაატაროთ. ეს რომანტიკული გარემო ზუსტად შეეფერება ერთობლივ მომავალზე საინტერესო საუბრებს.

ქალწული
ჯანმრთელობა: კარგად დააკვირდით, რამდენად ტვირთავთ თქვენს ფეხებს. თუ მათ დატვირთვა საერთოდ არ აქვთ, იზრუნეთ იმაზე, რომ აუცილებლად ჰქონდეთ!
კარიერა: რაც არ უნდა მოხდეს ხვალ, ეჭვგარეშეა, ყველაფერს თქვენთვის სასურველი ფინალი ექნება. დასაწყისისთვის, ალბათ, ძალიან გაგიჭირდებათ, მაგრამ გახსოვდეთ, წინ დიდი გამარჯვება გელით.
სიყვარული: გაიგეთ, რით ცოცხლობს და რით სუნთქავს თქვენი საყვარელი ადამიანი. წაიკითხეთ მისი საყვარელი წიგნი, მოუსმინეთ დისკს, რომლის ფონზეც ყოველ ღამე იძინებს. ეს მის უკეთ გაცნობასა და გაგებაში დაგეხმარებათ.

სასწორი
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენი მოწამვლის დიდი ალბათობაა, თუმცა პროდუქტების ხარისხს ვერაფერს დააბრალებთ, უბრალოდ, შესაძლოა, კუჭი გაგიმიზეზდეთ. რა იცით, ყველაფერი ხდება.
კარიერა: კარგად დაფიქრდით, ვინ იმსახურებს თქვენი თანამშრომლებიდან თქვენს ხელშეწყობას. კარგად დაფიქრდით, ვისი წარმატებაა წარმოსახვითი და ვინ იშრომა ბევრი კუთვნილი ჯილდოს მისაღებად.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენთვის პატარა საიდუმლოს გაზიარებას რამდენიმე დღით გადადებს. არა იმიტომ, რომ არ გენდობათ, უბრალოდ იმიტომ, რომ ჯერჯერობით ამის ცოდნა თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. მოთმინება გმართებთ. ყველაფერს თავისი დრო აქვს.

მორიელი
ჯანმრთელობა: მალე ძალების გამოცლას იგრძნობთ და თუ ეს დრო თქვენთვის უკვე დადგა, ნუ იტყვით უარს კალორიულ საკვებზე და ნურც ვიტამინებს დაივიწყებთ.
კარიერა: ეცადეთ, ამიერიდან უფრო ზუსტი ფორმულირებით მიაწოდოთ თქვენს დაქვემდებარებულებს, რას ითხოვთ მათგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგ ყველაფრის გადაკეთება მოგიწევთ.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი ურთიერთობის გარკვეული ტრადიციების შეცვლა მოუნდება. ნუ შეეწინააღმდეგებით. ახალი და განსაკუთრებული იდეები თქვენს ურთიერთობას ნამდვილად არგებს.

მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ თქვენს კუნთებს პატარა წვრთნას მოუწყობთ. გააკეთეთ გაჭიმვის სავარჯიშოები, ესტუმრეთ აუზს.
კარიერა: ხვალინდელი დღე მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. სჯობს, სერიოზულად მოეკიდოთ საქმეს და გონივრულად შეაფასოთ სიტუაცია. მომავალში შესაძლოა, ინანოთ ის, რასაც ხვალ არ გააკეთებთ.
სიყვარული: მიუძღვენით დღე სასიამოვნო მუსიკას. ეცადეთ, მოდუნდეთ და გონება დაასვენოთ. სასიამოვნო მუსიკის ფონზე თქვენი პირადი ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის სასიამოვნო იდეები დაიბადება.

თხის რქა
ჯანმრთელობა: ამიერიდან კალციუმითა და მაგნიუმით მდიდარი ბოსტნეული და ხილი მიირთვით. თქვენს ორგანიზმს ეს ნივთიერებები ახლა განსაკუთრებულად სჭირდება.
კარიერა: ვარსკვლავები კატეგორიულად გიკრძალავენ ხვალ მუშაობას. თუ, რა თქმა უნდა, სამუშაო დღესასწაულად არ მოგეჩვენებათ და მისგან სიამოვნებას არ მიიღებთ… წინააღმდეგ შემთხვევაში, სჯობს, სადმე ძალიან შორს გაექცეთ საქმეს.
სიყვარული: უამინდობამ ხვალ შესაძლოა, პაემანი ჩაგიშალოთ. ეცადეთ, შეხვედრა ისეთ ადგილას დაგეგმოთ, რომ ამინდის ჭირვეულობამ ხელი ვერანაირად ვერ შეგიშალოთ.

მერწყული
ჯანმრთელობა: პოტენციალი მერწყულებს დიდი აქვთ, თუმცა ძალა არსად შეინიშნება. ხვალინდელი დღე სიტუაციის გამოსწორებისთვის შესანიშნავი საწყისი იქნება. ჯანსაღი, აქტიური ცხოვრების წესი თქვენთვის არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ აუცილებელიცაა!
კარიერა: იმუშავეთ აუჩქარებლად. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ ინფორმაციის სანდოობას, რომელსაც მუშაობისას იყენებთ.
სიყვარული: გაგიჭირდებათ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის უარის თქმა, თუმცა ამის გაკეთება, ასეა თუ ისე, მაინც მოგიწევთ. ეცადეთ, ეს ისე გააკეთოთ, რომ მეორე ნახევარს გული ძალიან არ დასწყვიტოთ.

თევზები
ჯანმრთელობა: თქვენს შინაგან ორგანოებს ზიანი შესაძლოა, საკვებმა მიაყენოს, რომელიც კონსერვანტებსა და საღებავებს შეიცავს. გინდათ თუ არ გინდათ, ხვალ დაკონსერვებულ საკვებზე უარის თქმა მოგიწევთ.
კარიერა: ხვალ მნიშვნელოვანი საქმეებისა და გადაუდებელი დავალებების შესრულება მოგიწევთ. სცადეთ, კონცენტრირდეთ საქმეზე და არ დაკარგოთ ფოკუსი. ყველა საქმეს ერთდროულად ნუ შეუდგებით, ასე ზედმეტ ენერგიას დაკარგავთ და დიდ დროსაც დაახარჯავთ თითოეულ საქმეს.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება იმასთან შეგუება, რომ თქვენს ცხოვრებაში პირველ ადგილს ვერ უთმობთ. ეცადეთ, დაარწმუნოთ, რომ რიგობითი ნომერი ურთიერთობაში გადამწყვეტი სულაც არ არის.

კომენტარები

სხვა სიახლეები