8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

რთული დღეა. მოულოდნელი ცნობა ან უსიამოვნო შეხვედრა შეიძლება სტრესის და ავადმყოფობის მიზეზიც კი გახდეს. ქალების ახალი გატაცება ხანმოკლე იქნება. თქვენი რჩეული იმედებს არ გაგიმართლებთ. სასიყვარულო საქმეებში მამაკაცებსაც იმედგაცრუება ელით, ამიტომ მეტი თავშეკავება მართებთ.

კურო

უარი თქვით შორეულ მგზავრობაზე, რადგან ტრამვების და კონფლიქტური სიტუაციების რისკი ძალიან მაღალია. უმჯობესია, დაგროვილი საქმეების მოწესრიგებით დაკავდეთ. უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობას მოაგვარებთ. ბოლოს და ბოლოს, ისინი თქვენს პრინციპულობას და შრომისმოყვარეობას სათანადოდ დააფასებენ.

ტყუპები

ყველა თვალსაზრისით წარუმატებელი დღეა. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისგან. წინდახედულება და გონიერება დაგეხმარებათ ამ დღის ნეგატიური ტენდენციების დაძლევაში.

კირჩხიბი

წარმატებული დღეა. ნებისმიერ საქმეს ადვილად გაართმევთ თავს. საყვარელი ადამიანი თქვენს მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას გამოიჩენს. ხელსაყრელი დღეა ინტიმური შეხვედრებისთვის, თუმცა შემთხვევით კავშირებს უნდა ერიდოთ. ეს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას გაგიფუჭებთ.

ლომი

ამ დღეს ნებისმიერ წინადადებას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი გულუხვობა და მიმნდობი ხასიათი შეიძლება შეცდომისა და უამრავი უსიამოვნების მიზეზი გახდეს. ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. ვარსკვლავების განლაგება ხელსაყრელია სიყვარულის, ოჯახური ურთიერთობებისა და ახალი ნაცნობობისთვის, რომელიც შესაძლოა, ხანგრძლივ და სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდოს.

ქალწული

ფინანსური საქმეებისთვის არახელსაყრელი დღეა. გულმოდგინე მუშაობის მიუხედავად, დღის პირველ ნახევარში უფროსთან უთანხმოება გელით. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც. დღის მეორე ნახევარში მეტი ორგანიზებულობისა და ახლობელი ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობის გამოვლენა მოგიწევთ.

სასწორი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა ოჯახური და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისთვის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უსიამოვნებების დავიწყებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

შესაძლოა, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები გაჩნდეს, თუმცა ამაში თავად ხართ დამნაშავე. ეცადეთ, ნაკლებად კატეგორიული და მომთხოვნი იყოთ. ბავშვებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგიტანთ და ბნელ ფიქრებს გაგიქარვებთ.

მშვილდოსანი

ყველა თვალსაზრისით წარმატებული დღეა. შეგიძლიათ, თამამად შეუდგეთ ახალი საქმის განხორციელებას და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას. წინდახედულება და სიფრთხილე სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ. ერიდეთ ავანტიურებს.

თხის რქა

ყველაზე არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისთვის. ერიდეთ სარისკო მოქმედებებს. გამჭრიახობა და წინდახედულება დაგეხმარებათ, არაკეთილმოსურნეების მიერ დაგებულ ხაფანგებს თავი აარიდოთ. ერიდეთ ყველაფერს, რამაც შეიძლება, თქვენს ორგანიზმს ზიანი მიაყენოს, განსაკუთრებით, სპირტიან სასმელებს.

მერწყული

ამ დღეს იზრდება თქვენი სასიცოცხლო და შემოქმედებითი პოტენციალი. ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია ფხიზლად შეაფასოთ, რომ იმედგაცრუებული არ დარჩეთ. გაითვალისწინეთ, რომ ინტიმური ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა.

თევზები

შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს ოჯახში ურთიერთობების მოგავრება შეძლოთ, თუმცა უსიამოვნო მოგონებები დიდხანს გაგყვებათ. ახალი, საინტერესო ნაცნობობა შეიძლება მტკიცე და ხანგრძლივ მეგობრობაში გადაიზარდოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები