8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შეგეცვლებათ გეგმები, გემოვნება. მოგინდებათ, გადაახალისოთ პირადი ურთიერთობა, განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

კურო
შეცვალეთ ძველი წესები, გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. მომხდარი მხოლოდ ახლობლებს გაანდეთ. თქვენთვის დღის ყველაზე კომფორტული პერიოდი საღამოა.

ტყუპი
დილიდანვე მოაგვარეთ სამსახურის საქმეები, მოიძიეთ ინფორმაციები, დანიშნეთ შეხვედრები. ეცადეთ არსად დააგვიანოთ. პირად ცხოვრებასა და შემოქმედებაში კარდინალური ცვლილებები გელით.

კირჩხიბი
მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ლომი
მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. შეამცირეთ არაფრისმომცემი ურთიერთობები. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ. გამოიძინეთ.

ქალწული
ეცადეთ, არავის გაუმხილოთ სურვილები და საიდუმლოებები. განსაკუთრებით, საღამოს საათებში. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

სასწორი
მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით ურთიერთობაში. კარდინალური ნაბიჯის გადადგმა მოგიწევთ. ყურადღება მიაქციეთ საყვარელი ადამიანის მისწრაფებებს.

მორიელი
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. გადახედეთ უკვე შესრულებულს, გამოასწორეთ შეცდომები. ფინანსური საკითხების მოგვარებისას მეტი ყურადღება გმართებთ. საყვარელი ადამიანი სირთულეების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი
დილა მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებისთვის გამოიყენეთ. იყავით მეტად დაკვირვებული. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

თხის რქა
სამსახურის საქმეების პარალელურად მოიცალეთ საოჯახო ვალდებულებისთვის. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, ნუ მოაკლებთ მათ მზრუნველობას.

მერწყული
მოერიდეთ კამათს და დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს. აგრეთვე, ფინანსურ, სამემკვიდრეო საქმეებს.

თევზები
მოაწესრიგეთ პირადი სივრცე სამსახურშიც და სახლშიც, გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ნუ ჩაეძიებით და ნუ გამოსძალავთ ახლობლებს საიდუმლოებებს.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები