8 წლის გოგონა 14 წლის ქმართან გაყრას ითხოვს – პატარას სიკვდილით დასჯა ემუქრება

297
SHARE

ეს უჩვეულო სასამართლო პროცესი ინდოეთში გაიმართება. ქვეყანაში სადაც ყველაზე მეტი არასრულწლოვანი ქორწინდება ყოველწლიურად.

ბავშვები ოთხი წლის წინ დააქორწინეს, მაგრამ ფატიმა 8 წლის რომ გახდა, გოგონას მამამ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ უნდა, მის შვილს კარგი ბავშვობა ჰქონდეს და ამისათვის ყველაფერს გააკეთებს, რადგან გათხოვებისგან დაიცვას.

სოფლის წინაშე ქორწინებაზე თანხმობა შეცდომად აღიარა და უხუცესებს სთხოვა ბავშვების განქორწინება გაეფორმებინა, რასაც სკანდალი მოჰყვა.

ბიჭის მამამ განაცხადა, რომ ასეთ დამცირებას არ აიტანენ და უხუცესებს სთხოვა განქორწინებაზე უარი ეთქვათ. ჯერჯერობით ბავშვების ბედი არ გადაწყვეტილა. ტრადიციის გზიდან გადახვევას როგორც, წესი არავის პატიობენ, ამიტომ შესაძლებელია, ბიჭის ოჯახმა შურისძიების მიზნით, გოგონა მოკლას

FB კომენტარები

კომენტარი