8 მოულოდნელი ფაქტი ფილმების შესახებ – რა დარჩა კულისებს მიღმა?

57
SHARE

1. თავდაპირველი იდეით, დროის მანქანა DeLorean იყო წარმოდგენილი მაცივრად, თუმცა, ეს მალევე უარყვეს. არგუმენტად შემქმნელებმა ბავშვების უსაფრთხოება დაასახელეს.

2. ჯიმ კერიმ უარყო ”ჯეკ ბეღურას” როლის შესრულება ”კარიბის ზღვის მეკობრეებში”. Walt Disney-ს პროდუსერების თქმით, სწორედ მის ფსიქოტიპზე იყო დაწერილი სცენარი.

3. იმისთვის, რომ პერსონაჟი ყოფილიყო უფრო რეალისტური, არნოლდ შვარცნეგერი თვლს არ აპაჭუნებდა ”ტერმინატორის” არც ერთ კადრში, რადგანაც თვლიდა, რომ რობოტები ამას არ აკეთებდნენ. ასევე მას უნდოდა ფილმის დუბლირებაში პირადი მონაწილეობა მიეღო, თუმცა, პიარ-მენეჯერებს მისი ავსტრიული აქცენტი ძალიან რბილად მოეჩვენათ.

4. სტივენ სპილბერგი არასდროს დადიოდა თავისი ფილმების ფინალური სცენების გადაღებებზე. ეს ტრადიცია დაიწყო ფილმიდან ”ყბები”, როცა რეჟისორი დარწმუნებული იყო, რომ მსახიობებს სურდათ მისი ჩაგდება აუზში და ვაგონში ლოდინი გადაწყვიტა.

5. ალფრედ ჰიჩკოკს ძალიან უყვარდა თავისივე ფილმებში ეპიზოდური როლების შესრულება. მაგალითად ფილმში ”ქურდის დაჭერა” ის მგზავრობს მთავარ გმირთან ერთად ავტობუსში. თუმცა, ერთხელ რეჟისორის ჩვენება გახდა შეუძლებელი, რადგანაც მოქმედება მიმდინარეობდა ოკეანეში, სადაც მონაწილეობდა მარტო ერთი გმირი. ჰიკოკმა მოიგონა გენიალური ხრიკი. ნავთან ახლოს კარდში გაჩნდა გაზეთი, სადაც რეჟისორის ფოტო იყო.

6. ”ჰარი პოტერის” მეორე ნაწილის ტიტრებში არის რემარკა ”გადაღებების მსვლელობისას არც ერთი დრაკონი არ დაშავებულა”.

7. კომედიაში ”ბრიუს ყოვლისშემძლე” ღმერთის ნომერი იყო 776-23-23. ბუფალოში, სადაც მიმდინარეობდა ფილმის მოქმედება კომპანიამ შეიძინა ეს ნომერი, თუმცა, მთელი ამერიკის მასშტაბით მაყურებლები რეკავდნენ ამ ნომერზე და ყოველთვის ”უფალს სთხოვდნენ ტელეფონთან”.

8. ”ტიტანიკის” გადაღებისას მექსიკის ერთ-ერთ სანაპიროზე ააშენეს აბსოლუტურად ახალი სტუდია. უზარმაზარ აუზში დამონტაჟებული იყო გემის მაკეტი – 231 მეტრი სიგრძეში, რაც ნამდვილი ლაინერისგან 34 მეტრით განსხვავდებოდა. გადაღებები მიმდინარეობდა 50-მეტრიანი ამწედან, რომელიც რელსებზე და ჩვეულებრივ ამწეზე იყო დამაგრებული. წყალქვეშა კადრების ჯამური ქრონომეტრაჟი ფილმში 12 წუთია, თუმცა, ოპერატორებმა მათ გადასაღებად წყალში რამდენიმე საათი გაატარეს.

წყარო: http://www.adami.ge

FB კომენტარები

კომენტარი