8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

103
SHARE

ვერძი
დღეს იმ საქმეებსაც მოაგვარებთ, რომლებიც დავიწყებული გქონდათ. დღის პირველ ნახევარში დაასრულეთ ყველა დაწყებული პროექტი; განიხილეთ სამომავლო იდეები. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

კურო
დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, გააფორმეთ ხელშეკრულებები. საქმეები თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება. ზოგიერთს საზღვარგარეთ მივლინება, მოგზაურობის დაწყება ელის.

ტყუპი
დაკისრებულ მისიას ადვილად გაართმევთ თავს. ახალ თანამოაზრეება და პარტნიორებს გაიჩენთ. გარდა ამისა, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

კირჩხიბი
წარმატებული დღე გელით. დააკვირდით მოვლენებს, ყური დაუგდეთ გარშემო მყოფების რჩევებს. საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები თქვენ სასარგებლოდ წარიმართება.

ლომი
მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება; ფულის მოგება. წარმატებული დღე ელით კომერციის, გართობისა და შოუბიზნესის სფეროში მოღვაწეებს.

ქალწული
წარმატებით განახორციელებთ კომერციულ საქმეებს. გაგიმართლებთ როგორც რომანტიკულ ურთიერთობაში, ასევე აზარტულ თამაშებში. ზოგიერთი უფროსის შექებას დაიმსახურებს.

სასწორი
დღის პირველი ნახევარი საქმიან შეხვედრებს, იურიდიული საკითხების მოგვარებას დაუთმეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. განიხილეთ სამომავლო გეგმები.

მორიელი
დღეს ყველა უსიამოვნებას ადვილად აარიდებთ თავს. იყავით აქტიური და მიზანსწრაფული. ფორტუნა თქვენს მხარეზეა. კარგი დღე ელით განათლების, ვაჭრობისა და შემოქმედებით სფეროებში მოღვაწეებს.

მშვილდოსანი
დღეს თქვენთვის საინტერესო ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. გაგიუმჯობედებათ დამოკიდებულება ახლობლებთან. კარგი დღეა ახალი პროექტების განსახილველად; მათი განხორციელება ხვალიდან დაიწყეთ.

თხის რქა
ახალ თანამოაზრეებს ან საქმიან პარტნიორებს გაიჩენთ. მათთან საუბარში პერსპექტიული იდეები დაგებადებათ. დაგეგმეთ სამომავლო საქმეები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მერწყული
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. გაგიმართლებთ ბიზნესსაქმიანობაში და სამსახურის საქმეებში. თქვენი იმედების ასრულების დღეა. საღამო ახლობლებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თევზები
საკუთარი შესაძლებლობების ნიჭის გამოხატის დღეა. დღეს გავლენიანი ადამიანების ყურადღების ცენტრში მოექცევით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელებთან.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი