ავსტრალიაში მცხოვრებმა 21 წლის იტან ბრამბლმა, სხეულის შეცვლა ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაიწყო. 11 წლის ასაკში, მას ყურებში „გვირაბები“ გაუკეთეს. ამ წლების განმავლობაში მან 40 ოპერაცია და 150 ტატუ გაიკეთა და თავისი თავი მსოფლიოში ყველაზე მოდიფიცირებულ ახალგაზრდად გამოაცხადა. 21 წლის ბიჭი ყვება, რომ ხშირად უწევს ქუჩაში ადამიანებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ გამოიყურება ასე უცნაურად. იტანი, რომელიც ახალ სამხრეთ უელსში ცხოვრობს, აღიარებს, რომ ტატუებით არის შეპყრობილი, თუმცა ეს მისთვის იგივეა, რაც გოგონებისთვის მაკიაჟი. „გოგონები მოდიან და მეკითხებიან-რატომ? და მე მათ საპასუხოდ ვეკითხები-თმას რატომ იღებავთ, დილით მაკიაჟს რატომ იკეთებთ, ფრჩხილებზე ლაქს რატომ ისმევთ? ასე გინდათ, რომ გამოიყურებოდეთ და მორჩა.“ 17 წლის ასაკში, იტანი მძიმე მოდიფიკაციით დაინტერესდა. მან ენა გაიჭრა, ორივე მხრიდან ცხვირი გაიხვრიტა და ჭიპიც კი მოიშორა. მისი თქმით, ყველაზე საშიში რისი გაკეთებაც მომიხდა, ეს თვალში ტატუს გაკეთება იყო, რადგან თუ კი პროცედურის დროს თუ კი ადამიანი შემთხვევით გაინძრევა, შეიძლება სამუდამოდ დაბრმავდეს. ექსტრემალური გარეგნობის მიუხედავად და შეიძლება პირიქით, სწორედ ამის წყალობითაც, იტანს სოციალურ ქსელებში 65-ათასიანი მხარდამჭერის არმია ჰყავს.