75 წლის ასაკში The Cars-ის სოლისტი რიკ ოკასკი გარდაიცვალა

24
SHARE

ამერიკული ცნობილი როკ ჯგუფის The Cars-ის სოლისტი რიკ ოკასკი 75 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნიუ – იორკის პოლიციის დეპარტამენტი გარდაცვლილის ნათესავებზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როკ ჯგუფის The Cars ბოსტონში 1976 წელს შეიქმნა, მისი დამფუძნებლები იყვნენ ოკასკი და მისი უნივერსიტეტის მეგობარი ბენჯამინ ორრი.

Tha Cars– მა აქტიური კარიერა 1980 – იანი წლებში ე.წ „ახალი ტალღის“ აღზევების პერიოდში დაიწყო. მისი სტილი გამოირჩევა სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის ნაზავით, მათ შორის, პანკ-როკის და არტ -როკის მიმართულებით.

FB კომენტარები

კომენტარი