74-ე ბაგა ბაღიდან ჰომოფობიურ ნიადაგზე მშობელმა ცისარტყელა ჩამოხსნა და წაიღო

301
SHARE

თბილისის 74-ე ბაგა ბაღში, ჰომოფობიურ ნიადაგზე, მშობელმა ცისარტყელა თვითნებურად ჩამოხსნა და წაიღო. ბაღის ადმინისტრაციის თქმით, მშობლისთვის ცისარტყელა მხოლოდ ლგბტ თემთან ასოცირდება.
ბაღში ცისარტყელას კვირეულის ფარგლებში, აღსაზრდელებმა ფერადი ქაღალდებით გაკეთებული ცისარტყელები კედლებზე ჩამოკიდეს. ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა კი ცისარტყელა ჩამოხსნა და წაიღო – ამის შესახებ ინფორმაცია ბაღის “ფეისბუკ” გვერდზე გავრცელდა.
“ძვირფასო მშობლებო, ამ კვირაში ჯგუფის თემა იყო ცისარტყელა.
ცისარტყელა, როგორც მოგეხსენებათ, შვიდი ფერისგან შედგება. თქვენმა შვილებმა თავიანთ მასწავლებლებთან ერთად გააკეთეს ფერადი ფურცლებისგან ცისარტყელები და ჩამოკიდეს თავიანთი ნამუშევარი, დღეს დილით თეო გოგელიას ჯგუფში (3/4)-ში ერთ-ერთმა მშობელმა უბრალოდ მოხსნა ეს ცისარტყელები და წაიღო – ამას ქურდობა ჰქვია მიზეზი ვიცით, მაგრამ მე მრცხვენია თქვენს გამო და აქ არ ვიტყვი!!! მობრძანდით ადმინისტრაციაში და აგვიხსენით თქვენი დამოკიდებულება ფერებთან მიმართებაში … P.S. #ჩვენიბაღიფერადია “, -წერია 74-ე საბავშვო ბაგა ბაღის მიერ “ფეისბუკ” გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში

აღსანიშნავია, რომ გუშინ ბაღის ადმინისტრაციამ ანონიმური წერილი მიიღო აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დღეს კი ბაღში მისულ მასწავლებლებსა და აღსაზრდელებს თაროები ცარიელი დახვდათ. ადმინისტრაციის თქმით, ვინაიდან ოთახებში კამერები არ აქვთ, ქურდობის ფაქტის შესახებ პოლიციას არ აცნობეს.

FB კომენტარები

კომენტარი