73 წლის მგლოვიარე ქალი, რომელიც კორონავირუსით გარდაცვლილ ქმარს, 35 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ფანჯრიდან დაემშვიდობა (ფოტო)

კორონავირუსის ისტორიებიდან – 73 წლის ბრიტანელ ქალს, 35–წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, გარდაცვლილი ქმრის უკანა გზაზე გაცილება ფანჯრიდან მოუწია.

სუზან ქადოგანს ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, ამიტომ ის რისკჯგუფს განეკუთვნება და რამდენიმე კვირაა იზოლაციაში იმყოფება. მისი მეუღლე პიტერი კი სწორედ კორონავირუსისგან გარდაიცვალა და დაკრძალვაზე ცოლს დასწრების უფლება არ მისცეს.

„მეგონა ცრემლები აღარ მექნებოდა, იმდენს ვტიროდი როცა ავად გახდა და როცა გარდაიცვალა. ჩემს თავს დავპირდი, რომ ძლიერი ვიქნებოდი, მაგრამ როცა დავინახე სასახლე, ცრემლები თავისით წამომივიდა“, – აცხადებს მოხუცი.

სუზანმა დამკრძალავ ბიუროს სთხოვა, სასაფლაოზე გადასვენებამდე, მათ ქუჩაზე ჩამოეტარებინათ ავტომობილი, რომელშიც პიტერის ცხედარი იყო მოთავსებული. ასეც მოიქცნენ და მოხუცმა ცოლმა, ქმარი უკანა გზაზე ფანჯრიდან გააცილა.

ემოციურ ფოტოებს Daily Mail ავრცელებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები