72 წლის ფრანგმა ატლანტის ოკეანე კასრით გადალახა (ფოტო, ვიდეო)

39
SHARE

72 წლის ფრანგმა, ჟან-ჟაკ სავენმა უცნაური ტრანსატლანტიკური მოგზაურობა გამოიარა. 4 თვის ცურვის შემდეგ ის 9 მაისს კარიბის კუნძულ მარტინიკაზე დიდი ნარინჯისფერი კასრით ჩავიდა – ასე უწოდებენ მის გემს მედიაში, რომელიც ძალიან კომფორტული, მართლაც კასრის მსგავსი კაფსულაა, რაც ფრანგი მამაკაცის მოგზაურობას კიდევ უფრო უცნაურს ხდის.
კაფსულა დამზადებულია ჟირონდეში. ყოფილი სამხედრო, ჟან-ჟაკ სავენი სამოგზაუროდ 26 დეკემბერს კუნძულ იეროდან წავიდა, კანარის არქიპელაგიდან. კასრის გადაადგილების ერთადერთი საშუალება ოკეანის დინება იყო. მის მოგზაურობას Facebook-ით 23 ათასი ადამიანი გულშემატკივრობდა. მოგზაურობის დასრულებისას ჟან-ჟაკი წიგნის დაწერასაც გეგმავს.
სინამდვილეში, მოგზაური პირველად ხმელეთზე 3 მაისს ამოვიდა, როდესაც ის ბორტზე ტანკერმა აიყვანა. ამ დროისთვის, ფრანგს 5800 კილომეტრი ჰქონდა გაცურული. რამდენიმე დღის დასვენების შემდეგ მოგზაური ისევ თავის “ხომალდში” ჩავიდა და ტანკერმა ის მისაბმელით მარტინიკის კუნძულამდე მიიყვანა.
მოგზაურობის განმავლობაში მამაკაცმა 4 კილოგრამი დაიკლო წონაში. ის, თვეების განმავლობაში, თითქმის, 6 კვადრატული მეტრის ოთახში იმყოფებოდა.

FB კომენტარები

კომენტარი