717 თუ 2 ათასი დაღუპული? – საუდის არაბეთი ირანული მედიის ბრალდებებს უარყოფს (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

105
SHARE

ირანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია,  რომ ჰაჯის დროს მექასთან წარმოქმნილი ჭყლეტვისას დაღუპულთა რიცხვი 2 ათასს აღემატება. ოფიციალური მონაცემებით, ტრაგედიას 717 ადამიანი ემსხვერპლა, 900-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ირანის 130 მოქალაქეა, მსხვერპლთა შორის არიან ეგვიპტის, ინდოეთისა და თურქეთის მოქალაქეებიც.

ირანის მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ესკორტი, რომელსაც მაღალი რანგის პირები გადაჰყავდა, ჰაჯის დროს მომხდარი ჭყლეტის მიზეზი გახდა, საუდის არაბეთის ხელისუფლება უარყოფს. ოფიციალური თეირანი კი ტრაგედიის გამო პასუხისმგებლობას ოფიციალურ ერ-რიადს აკისრებს და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვს.

როგორც საუდის არაბეთის ხელისუფლების ინფორმაციაშია ნათქვამი, ჭყლეტა ადამიანების ორი ნაკადის „შეჯახებამ“ გამოიწვია, რომელიც კარვების ქალაქში სხვადასხვა გასასვლელით გადაადგილდებოდა. ამის გამო ვიწრო ქუჩაში ადამიანთა ჭყლეტა მოხდა.

 Al Jazeera -ს ცნობით, დაღუპულთა შორის, ძირითადად, ის ადამიანები არიან, ვინც მომლოცველების გზაზე ისხდა. მომლოცველების მოძრავი მასა გაჩერებას შეეცადა, მაგრამ ამ ადამიანებმა უკნიდან ნაკადის მიწოლის შედეგად თავი ვეღარ შეიკავეს და თავად დაეცნენ. შემდეგ მათ მუსულმან მომლოცველთა ნაკადმა ფაქტობრივად გადაუარა.

მსგავსი შემთხვევები მუსულმანების მასობრივი თავშეყრის ადგილებში ადრეც მომხდარა. 1990 წელს მექაში, ერთ-ერთ გვირაბში მომხდარი ჭყლეტის შედეგად 1400 ადამიანი დაიღუპა.

 

2CB7FEBE00000578-0-Horrific_Saudi_emergency_personnel_stand_near_bodies_of_Hajj_pil-a-112_1443273337789 2CB60B6A00000578-0-Bodies_of_hundreds_of_dead_and_injured_pilgrims_lie_strewn_acros-a-114_1443273345194 2CB81D7500000578-0-The_disaster_which_also_left_several_hundred_people_wounded_happ-a-113_1443273340190 2CB822C500000578-3248647-image-a-7_1443194351602 2CC1CC0000000578-0-image-a-89_1443273064792 2CC4D76F00000578-0-image-a-121_1443273389269 2CC4DE3200000578-0-image-a-118_1443273383216 2CC4DFAD00000578-0-image-a-115_1443273378120 2CC146C200000578-0-image-a-94_1443273077699 2CC890D300000578-3250036-image-a-138_1443277229327 2CC7561D00000578-0-image-a-123_1443273557820 2CC1300400000578-0-image-a-91_1443273074404

FB კომენტარები

კომენტარი