ამერიკელი ცოლ-ქმარი – ჰელბერტ და ფრენცის დელაილი გასულ კვირას ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ CBS წერს.
ჰელბერტმა და ფრენცისმა ერთმანეთი 1946 წელს გაიცნეს, მაშინ ჰელბერტი 22-ის, ხოლო ფრენცისი 16 წლის იყო. წყვილს ერთმანეთი მალევე შეუყვარდა და დაქორწინდა. მათ 6 შვილი, 16 შვილიშვილი და 25 შვილთაშვილი ჰყავთ.
12 ივლისს, 14:20 საათზე 94 წლის ასაკში ჰელბერტი გარდაიცვალა, ფრენცისი კი ზუსტად 12 საათის შემდეგ – 2:20 საათზე.
სხვა სიახლეები