გამომცემლობა People წერს, რომ 70 წლის ვერა ვონგის ახალმა ფოტოებმა Instagam-ზე სენსაცია გამოიწვია. დიზაინერი მართლაც იდეალურ ფორმაშია.
მას თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს, მისი ნამუშევრები კი მუდამ დიდი ყურადღების ცენტრში ექცევა, განსაკუთრებით – საქორწილო კაბები. ის მსოფლიო საზოგადოების ერთ–ერთი საყვარელი დიზაინერია.