70-იანი წლების საბჭოთა საქართველო – ვინ იყო იმჟამად ყველაზე პოპულარული?

გასული საუკუნის 70-იანი წლები – ეპოქა, როდესაც­ პოპუ­ლარული იყო “ბითლზი”, “პინკ ფლო­­იდი”­, იქმნ­ებოდა ანტონ­იონის ფილმები… მოდე­რ­ნიზმის ზეიმი – ასე იხსენებენ 70-იან წლებს ცნობილი ქართველები, რომლებ­მაც წარმატება მოიპოვეს სპორტში, კინოსა და ხელოვნების სხვა სფეროებში.­ დღეს ისინი ყველას ახსოვს.
“ყველას გვიჭირდა, პარტიული ბოსების გარდა”


ქართული ფეხბურთის ისტორიას არაე­რთი დიდებული კაპიტანი ახსოვს, თუმცა­ მანუჩარ მაჩაიძე (იგივე მანო) “დინამოს” ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კაპიტნად რჩება. ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ მოპოვებული საბჭოთა კავშირის თასი, როდესაც გუნდის კაპიტანი სწორედ მანო გახლდათ.
– მაშინ ფეხბურთი­ სპორტის ძალიან პოპულარული სახეობა იყო, იმ წლებს მონატრებით ვიხსენებ. ახალგაზრდები ვიყავით და ყველაფერი გვიხაროდა, მაგრამ ტიპური საბჭოთა წყობილება იყო – ფული არ გვქონდა, ყველას გვიჭირდა, პარტიული ბოსების გარდა. იცით, 70-იან წლებში ახალგაზრდა როგორ ერთობოდა? თითქმის­ არ იყო კაფე-ბარები, კლუბები. ძირითადად, ოჯახებში იშლებოდა სუფრა. მართალია, პროდუქტი ძვირი არ ღირდა და შინ წვეულების მოწყობას ყველა ახერხებდა (პური 20 კაპიკი ღირდა, ხორცი – 2-3 მანეთი), მაგრამ ხალხი იყო ზომბირ­ებული, მუდმივად კეთდებოდა აქც­ენტი პატი­ოსნებაზე, მთავრობა ხალხს­ არწმუნებდა, რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფცია წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ყველა იპარავდა… ახალგაზრდობა და ის წლები მენატრება, თუმცა დღეს მაინც ვფიქრობ, რომ ცუდი ცხოვრება იყო.
“დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ხელოვნება არ არსებობს!”
თეატრალურ ინსტიტუტში აბარებდა, სურდა სწავლა კინემატოგრაფიის განხრით გაეგრძელებინა, მაგრამ სამჯერ უთხრეს უარი – მაშინ თეატრალურზე მხოლოდ გავლენიანი ნაცნობის წყალობით ხვდებ­ოდნენ.
რას იხსენებს იური მეჩითოვი ტკბილ­ 70-იანებზე…
– 70-იანი წლები ნამდვილი აღმავლობის პერიოდი იყო ხელოვნებისთვის. ჩვენ ახლა პოსტმოდერნიზმში ვართ გადასული.­ აღარ იწერება ის მუსიკა, რომელმაც დროს გაუძლო… მაშინ მოდური იყო “როლინგ სტოუნზი”, “ბითლზი”, ჯიმი ჰენდრიქსი… იტალიური კინო იყო ზენიტში,­ იმ პერიოდში გამოვიდა მიქელანჯელო ანტონიონის “პროფესია: რეპორტიორი”, რომელიც ჩემი თაობის ყველა ადამიანს ახსოვს. 70-იანი წლები ის ეპოქაა, როცა ხელოვ­ა­ნებს ჯერ კიდევ ეგონათ,­ რომ სამყაროს შეცვლა შეეძლოთ. თუ შემოქმედი არ ფიქრ­ო­ბს, რომ თავისი ხელოვნებით სამყაროს შეცვლის, დღევანდელი კულტურის­ წარმო­მადგენლებივით მხოლოდ კომერციულ მენეჯერად რჩება. ჩვენ ვცხოვრობთ სამყარ­ოში, სადაც, პრაქტიკულად, ხელოვნება არ არსებობს!
                                                  “ჩემი თბილისი მენატრება”


“სუხიშვილების” მოცეკვავე ნინო კირვალიძე 70-იანი წლების ფოტო­გრაფიის გურუს, ალექსანდრე სააკოვის მუზა გახლდათ.
– ანსამბლში მოდიოდა და ხშირად მიღებდა ფოტოებს. ერთხელ დამიბარა, ძალიან გთხოვ, ლამაზი კაბა ჩაიცვი, მინდა­ ფოტოსესია მოვაწყოთო. სუხიშვილების დარბაზში­ შევხვდით და ეს ფოტოც სწორედ მაშინ­ არის გადაღებული. შემდეგ ჟურნალ­-გაზე­თებში დაიბეჭდა. 70-იან წლებში მოდური იყო აღმოსავლური სტილის კაბა-ხალათები, კიმონოები, გოფრე. მე ფოტოზე შავი გოფრირებული კაბა მაცვია. მოეწონა­ სააკოვს და აღარ შემაცვლევინა. ჩემი თბილისი მენატრება, 70-იანი წლების ქალაქი, მოღიმარი სახეებით…
“ოჯახი, მეგობრები, ვარჯიში და ბოლოს ქეიფი”
“წყალბურთის რაინდი” – ასე ეძახდნენ­ სპორტის დამსახურებულ ოსტატს ვოვა ისელიძეს. სიმპათიური, ათლეტური წყალბურთელი 70-იან წლებში ძალიან პოპულარული გახლდათ.
– მაშინ სხვა ურთიერთობები­ იყო – ყველა უბანში მყავდა მეგობრები, ყველა ერთმანეთს ვიცნობდით, მთელი თბილისი ერთი დიდი სამეგობრო წრე იყო. ვუსმენდით “ბითლზს”, შთაბეჭდილებებს­ ვუზიარებდით ერთმანეთს, თუმცა მე უფრო ქართული “მრავალჟამიერი” მიყვარდა. დღის განრიგი ასეთი მქონდა: ოჯახი, მეგობრები, ვარჯიში და ბოლოს ქეიფი. ერთმანეთთან ოჯახებში დავდიოდით. მაშინ სოციალური პირობები უკეთესი იყო, ვიდრე ახლა.
“ხშირად მინახავს იოსებ გრიშაშვილი, რომელიც ნაგვის გადასაყრელად ხავერდის ხალათით გამოდიოდა”
მისმა სილამაზემ დროს გაუძლო. არ უყვარს საკუთარ თავსა და არც მის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებზე ლაპარაკი. კირა ანდრონიკაშვილი თბილისზე, კინოზე, მეგობრებზე გიამბობთ:
– მიუხედავად იმისა, რომ იმ დროის­თვის ისევ მუშაობდა ცოტა მოსუსტებული,­ მაგრამ რეპრესიული სისტემა, ჩვენ მაინც ლაღად ვცხოვრობდით. მუდმივად დავდიოდით ოპერაში, კონსერვატორიაში,­ ფილარმონიაში, თეატრებში. მახსოვს ელისო ვირსალაძისა და ლიანა ისაკაძის კონცერტი. მაშინ პირველად ვნახე სცენაზე კინოსა­ და ეკრანის შეთავსება და ეს ყველა­ფერი ფილარმონიის ეზოში იმართებოდა… მახსოვს, ვან კლიბერნის კონცერტი იყო ფილარმონიის ბაღში, პლეხანოვზე, მესამე კონცერტზე დასასწრები ბილეთი აღარ მქონდა და ღობეზე გადავძვერი, ამაში მილიციელი დამეხმარა, მაშინ ასე ერქვა. სტუდენტობისას ასეთი რიტუ­ალი გვქონდა: მივდიოდით უნივერსიტეტიდან რუსთაველზე, ილია და აკაკის ძეგლამდე და მერე შევდიოდით ქაშუეთში… ქუჩაში ისეთი ადამი­ანები გვხვ­დებოდნენ, ბედნიერი ვიყავი. 70-იანებში ვუსმენდით ლილი გეგელიას, გიული ჩოხელს, “რეროს”, “ორერას”…
მე ვერის ბაზრის წინ ვცხოვრობდი და ხშირად მინახავს იოსებ გრიშაშვილი, რომელიც ნაგვის გადასაყრელად ხავერდის ხალათით გამოდიოდა.

თბილისი”დინამო”

გერმანელი სტუმარი როლფშრაიდე სვანეთში ხატს უღებს ფოტოს

ვასო გოძიაშვილი

“ვია 75”

კახი კავსაძე სოფიკო ჭიაურელი

კირა ანდრონიკაშვილი
70-იანი წლების თბილისი
 
ნანი ბრეგვაძე
ნოდარ დუმბაძე
ონელი ებრაელები. კურორტი გაგრა
70-იანელები
სოფიკო ჭიაურელი ბუბა კიკაბიძე ვერის უბნის მელოდიები
70-იანი წლების თბილისი
ჭაბუა ამირეჯიბი, ჯანსუღ ჩარკვიანი, ზაურ ბოლქვაძე
სუხიშვილების ცეკვა ჭორიკანები
ნინო კირვალიძე – მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი, სუხიშვილების სოლისტი, ქორეოგრაფი
საკოლომეურნეო ბაზარი

კომენტარები

სხვა სიახლეები