70 წლის მოხუცმა, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, 17 000 ხე დარგო (ფოტო)

78
SHARE

ისტორია შეუდარებელ ადამიანზე, რომელიც 19 წელიწადია ჩრდილოეთ ჩინეთის გამწვანებაზე ზრუნავს – აღნიშნულ ამბავში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ მას ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს. მა სანსიაო 70 წლის მოხუცია. მან სოფელ ცზინსინის გარშემო ათასობით ხე დარგო, იგი სწორედ აღნიშნულ პროვინციაში ცხოვრობს.

მამაკაცს არც თუ ისე მარტივი ცხოვრება ჰქონდა – გასული საუკუნის 70–იან წლებში, როდესაც ის ჩინეთის არმიაში მსახურობდა, მას სისხლის ერთ–ერთი დაავადება დაემართა, სწორედ აღნიშნულმა მიიყვანა იგი სამწუხარო შედეგებამდე. 1985 წელს ის უკვე პენსიაზე იმყოფებოდა, როდესაც თავდაპირველად მარჯვენა ფეხი მოკვეთეს, 20 წლის შემდეგ კი მარცხენაც. ასეთი რეალობის წინაშე დამდგარს, არ შეეძლო სამსახურის პოვნა, რათა ოჯახი ერჩინა, ასევე აენაზღაურებინა წამლებისთვის საჭირო თანხები, მისი მცირე პენსია კი ამ ყოველივეს ვერ ფარავდა. ერთ–ერთ არხზე მან ხეების დარგვასთან დაკავშირებით გადაცემას უყურა და გადაწყვიტა, რომ მასაც დაერგო ხეები, რათა სამომავლოდ გაეყიდა ისინი.

„სიმართლე რომ ვთქვა, თავდაპირველად ვაპირებდი ხეების გაზრდას და გაყიდვას შემოსავლის მიღების მიზნით. შემეძლო დამეფინანსებინა ის მკურნალობა, რომელიც ფეხზე დამაყენებდა, მაგრამ როცა ხეები გაიზარდნენ და ეს ულამაზესი სიმწვანე შექმნეს, მე დავფიქრდი. მათ მხოლოდ სილამაზე ხომ არ მოაქვთ? ისინი ასევე მნიშვნელოვანნი არიან იმისათვის, რომ მიწას მეწყერისგან იჭერენ“, – აცხადებს მოხუცი 2011 წელს მიცემულ ინტერვიუში.

ყოველდღიურად იმის ყურებით, თუ როგორ იზრდებიან ხეები, მა სანსიაო მიეჯაჭვა მის პატარა ტყეს და გადაწყვიტა მისი გაფართოება.

„მე არასდროს გავყიდი ამ ხეებს“ – აცხადებს მოხუცი, – „ეს კმაყოფილების უდიდესი გრძნობაა. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე განვაგრძობ ხეების დარგვას და მწვანე სიმდიდრეს დავუტოვებ ჩემს ქვეყანას და მომავალ თაობას“.

მა დილის 5 საათზე დგება, იცვამს, იღებს მის პრიმიტიულ იარაღებს, ნერგებს და მიდის სამუშაოდ. ის არც კი საუზმობს, რადგან დროის ეკონომია გააკეთოს. მას საჭმლის თან წაღება ურჩევნია.

მოხუცის ცხოვრება 2008 წელს შეიცვალა, როდესაც ჩინეთის ერთ–ერთ ტელეარხზე გავიდა სიუჟეტი მისი ცხოვრების შესახებ, გამოჩნდნენ მოხალისეები, რომლებიც დახმარების სურვილს გამოთქვამდნენ. ჩინეთის ხელისუფლებამაც დააფასა მისი შრომა და დღემდე ფინანსურ დახმარებას უწევს მოხუცს.

FB კომენტარები

კომენტარი