7-16 ივნისის შუალედში ვენერა ურანს შეუერთდება, რაც სასიყვარულო სფეროში ცვლილებებს მოიტანს – ასტროლოგის პროგნოზი

7-16 ივნისის შუალედში ვენერა ურანს შეუერთდება, რაც სასიყვარულო სფეროში ცვლილებებს მოიტანს. ამის შესახებ, ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:

“7-16 ივნისის შუალედში ვენერა შეუერთდება ურანს.
ეს შეერთება იქნება კუროს ზოდიაქოს მე-12-22 გრადუსებში (პიკი: 12 ივნისი) და სასიყვარულო სფეროში, პირად ცხოვრებაში გარკვეულ განახლებას მოიტანს. თუმცა ამავე სფეროში ასევე მოიმატებს მოვლენების მოულოდნელი შემოტრიალების „საერთოდ, სხვა“ კუთხით განვითარების ალბათობაც.
ეს შეერთება ხშირად მიანიშნებს „ერთი ნახვით“ შეყვარებაზე და ამ კუთხით მოულოდნელ გადაწყვეტილებებზეც. ურანი – ეს არის მოვლენების მოულოდნელი განვითარება. ამიტომ სიტუაცია შესაძლოა რთულად პროგნოზირებადიც გახდეს.
ეს სასიკეთო პერიოდია პირად ცხოვრებაში „რაღაცის“ შეცვლისთვის, პარტნიორისთვის სიურპრიზების მოწყობისთვის, ძველ ურთიერთობაში ახალი და განსხვავებული იმპულსების შეტანისთვის ან საერთოდ, ახალი ურთიერთობების დაწყებისთვის.
ეს შეერთება განსაკუთრებით რეზონანსული იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში კუროს, ლომის, ქალწულის, მორიელის, თხის რქის და მერწყულის ზოდიაქოს მე-17 გრადუსში რომელიმე პლანეტა აქვთ განთავსებული.

P.S. პირადი ჰოროსკოპის ან პირადი ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ: Messenger ან ⁨+995 599 94 06 80⁩ (WhatsApp, Viber, Signal, Telegram).” – წერს რამაზ გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები