7-13 ნოემბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი

გაიგეთ რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში.
ვერძი
ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს საინტერესო კვირა ელით. კონკრეტული ადამიანი, რომელიც მოგწონთ, თუმცა ურთიერთობის გასერიოზულებისგან თავს იკავებს, კვლავ გააქტიურდება. შესაძლოა მისდამი დიდი მიზიდულობა და სექსუალური ლტოლვა იგრძნოთ. მიღებულ გადაწყვეტილებას არ ინანებთ.
კურო
თუ ჯერ ისევ მარტო ხართ, კვირის ბოლოს შანსი გაქვთ, განსაკუთრებული ისტორიის მქონე ადამიანი გაიცნოთ. შესაძლოა, ეს ადამიანი სხვა ეროვნებისა იყოს. თუ დაგეგმილი გაქვთ ამ პერიოდში შვებულება ან სამსახურიდან მივლინებით წასვლა, გზად სწორედ მას გაიცნობთ. განსხვავებულობა მიგიზიდავთ ყველაზე მეტად.
ტყუპები
ამ კვირაში, პარტნიორთან ერთად, ფინანსურ საკითხებზე იქნებით კონცენტრირებული. შესაძლოა საცხოვრებლად ერთად გადახვიდეთ ან დაქორწინდეთ. ეს ნაბიჯი კი მეტ ფინანსებს მოითხოვს.
კირჩხიბი
მცირე კამათი გელოდებათ პარტნიორთან. ცოტათი აგრესიული დამოკიდებულება ოთხშაბათიდან განიმუხტება. გაუგებრობის მიზეზი, სავარაუდოდ, ფინანსური საკითხებია. ერთ-ერთი მხარე ფულს არამიზნობრივად ხარჯავს.
ლომი
პარტნიორთან დაძაბული კვირის მერე, ურთიერთობა ჩვეულ, ჰარმონიულ კალაპოტს დაუბრუნდება. შესაძლოა, გულში რაღაც მაინც გაწუხებთ, რაც აუცილებლად უნდა განიხილოთ მასთან ერთად. ასევე, მეტი დრო დაუთმეთ ინტიმურ საკითხებს.
ქალწული
თუ მარტო ხართ, პარასკევს შანსი გაქვთ, რომანტიკულ თავგადასავალში გაეხვიოთ. სასურველია მეტი დრო გაატაროთ მეგობრების წრეში და უფრო აქტიური სოციალური ცხოვრებით დაკავდეთ. შანსზე კი უარს ნუ იტყვით. რისკების ნუ შეგეშინდებათ.
სასწორი
თუ ცვლილებები გწყურიათ და მონოტონურობამ თავი მოგაბეზრათ, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგათ. პარტნიორთან, სექსუალური კუთხით, აქტიური კვირა გელით. მეტი გართობა, მხიარულება და ნაკლები სტრესი.
მორიელი
მეორე ნახევართან კომუნიკაცია საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ. დაძაბულობა შემცირდება და თქვენს ურთიერთობაში სიმშვიდე დაისადგურებს. თუ თქვენი ურთიერთობა დიდი ხანია გრძელდება და ლოგიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია, დროა, ეს გადაწყვეტილება ამ კვირაში მიიღოთ.
მშვილდოსანი
ფრთხილად იყავით სიტყვებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, კამათს და დაპირისპირებას ვერ აირიდებთ თავიდან. ეს კვირა მშვილდოსნებისთვის დაძაბული იქნება. სანამ რამეს იტყვით, რამდენიმე წუთით დაფიქრდით.
თხის რქა
თქვენი პირადი ცხოვრება უფრო მხიარული გახდება. უფრო თავდაჯერებული იქნებით და მეტ დროს დაუთმობთ საკუთარ თავს. შესაძლოა, გარეგნობაში რაღაც შეცვალოთ კიდეც. თუ მარტო ხართ, ამ კვირაში რამდენიმე შანსი გამოგიჩნდებათ.
მერწყული
საინტერესო კვირა გელით, ენერგიითა და ახალი იდეებით სავსე. ეს განწყობა დადებითად აისახება პირად ურთიერთობაზეც. პარტნიორს გამორჩეულად გააოცებს თქვენი იდეები სექსში. რაღაც ახალი გინდათ სცადოთ. ასევე, სიურპრიზის მოწყობაზეც ფიქრობთ.
თევზები
თქვენი სასიყვარულო ცხოვრება პირდაპირ კავშირშია სოციალურ ცხოვრებასთან. თუ მარტო ხართ, მიეცით შანსი იმ ადამიანებს, რომელთაც თქვენთან ურთიერთობა სურთ. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, მაგრამ ურთიერთობას სახელს ვერ არქმევთ, სასურველია ამ კვირაში კარგად გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში.

წყარო:http://autoradio.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები