ზაფხულის დადგომასთან ერთად გოგონები ღია სამოსის ტარებაზე გადადიან, რის გამოც მაისურებისა თუ სარაფნების შიგნიდან ხშირად ჩანს ბიუსტჰალტერის სამხრეები. თუმცა, სინამდვილეში, სილიკონის სამხრეები არა მხოლოდ არ იმალება, არამედ ჩვეულებრივი ბიუსტჰალტერის სამხრეებზე ბევრად უარსედ გამოიყურება…
ტერფის ჩულქები
თბილ ამინდში გოგონები ღია სამოსთან ერთად ღია ფეხსაცმელს იცვამენ. მაზოლებისა და ფუთქების გაჩენის შიშით ისინი ტერფებზე სპეციალურ ჩულქებს ირგებენ, თუმცა ერთი პრობლემის მოგვარებისას მეორე ავიწყდებათ – ფეხი ასე იხუთება და ვერ სუნთქავს. თან ეს ჩულქები მთლიანად უკარგავს მომხიბლველობას ფეხსაც და ფეხსაცმელსაც, სამკაულს ვერ უწოდებ ასევე ერთჯერად სალბუნსაც (”პლასტირები”) …
მომდგარი საცვლები უხეში რეზინებით
როგორი ლამაზი საჯდომიც არ უნდა გქონდეთ, მომდგარი ტანისამოსის შერჩევისას უხეში რეზინის კონტურების მქონე საცვლები მას მთელ შარმს დაუკარგავს. თუ მაინც ასეთ ტრუსებს შეარჩევთ, განიერი სამოსის ქვეშ ჩაიცვით ან ჯობია არჩევანი ტანგაზე შეაჩეროთ.
ფეხსაცმელი გრძელი და წვეტიანი ცხვირით
მოხდენილი ფეხსაცმლის ძიებისას გახსოვდეთ, რომ ეს ცუდი არჩევანია. მისი ჩაცმა მხოლოდ საცირკო წარმოდგენაზე თუ ივარგებს… ასეთი ფეხსაცმელი ფეხს აუშნოვებს, აგრძელებს და არაბუნებრივ იერსახეს სძენს.
მაქმანებიანი და ნაქსოვი ჩექმები
იმის გამო, რომ მსუბუქია და ”ფეხი სუნთქვას”, მაქმანებიანი და ნაქსოვი ჩექმები ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა პრაქტიკულობის თვალსაზრისით არ ღირს ყველაზე მარტივი არჩევანის გაკეთება. ეს ჩექმები, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცუდად გამოყურება, თან მათი შეხამება სამოსთან რთულია…
მაისური დაწებებული თვლებით
მაისური ზედ დაწებებული თვლებით, რომელთაგან ზოგიერთი პირველივე გარეცხვის შედეგად, დაკარგულია – მომაკვდინებელი სანახაობაა! უბრალოდ სიტყვაზე მენდეთ, რომ თქვენი გარდერობი გაცილებით უკეთესი იქნება ამ დეტალის გარეშე….
ულტრა-მოკლე ”შორტები”
ერთი შეხედვით, თითქოს არაფერია, მაგრამ ვიდრე მის ჩაცმას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით! ყურადღების მიპყრობა კარგია, განსაკუთრებით თუ საჩვენებელიც გაქვთ რაღაც, მაგრამ გააჩნია ვის ყურადღებას მიიპყრობთ! ამ პროვოკაციით, შესაძლოა სულაც არ მიიპყროთ მათი ყურადრება, ვისზეც ოცნებობდით. სინამდვილეში, ასეთ ”შორტებში” გადმოყრილი დუნდულები (სხვაგვარად ვერ იტყვი) უკიდურესად არაესთეტიურად გამოიყურება.
წყარო: tut.ge