7 რამ, რაც ქალებს ძალიან ეშლებათ

ქალები ხშირად ჩივიან, რომ საკადრისად ვერ ცხოვრობენ. ამაში დამნაშავე არა ქალი, რამედ მისი აკვიატებული აზრებია. კარგი იქნება, თუ მათ ბრძოლას გამოუცხადებთ.

აი, ეს დამღუპველი აზრებიც:

ულამაზო ვარ
უკაცრავად, მაგრამ ულამაზო ქალები არ არსებობენ. უბრალოდ, ჯერ თავის ლამაზად წარმოჩენის ხელოვნება არ შეგისწავლიათ. აბა ტელევარსკვლავებს შეხედეთ. ყველა სილამაზით დააჯილდოვა ბუნებამ? ამის მიუხედავად, მთელი მსოფლიო ტაშს უკრავთ.

კაცებს ჩერჩეტი ქალები მოსწონთ
ეს დაკომპლექსებულ მამაკაცებს ეხებათ, რათა თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ. ჯანმრთელი ფსიქიკის მამაკაცს კი სწორედ გონიერი ქალები მოსწონს – უფრო საინტერესოები ჰგონია.

შვილებიანი ქალი აღარავის უნდა
ძალიან ბევრი მაგალითი სწორედ საპირისპიროს ამტკიცებს. ამიტომ გულს ნუ გაიტეხთ, ნამდვილ მამაკაცს ბავშვი ვერ შეაშინებს, ლაჩარი კი თავადაც არაფერში გჭირდებათ.

პირველმა არ უნდა მოიხადო ბოდიში
რა არის თქვენთვის მთავარი: მშვიდობა ოჯახში თუ ქალური სიამაყე? თუ პირველ ვერსიას ემხრობით, იცოდეთ, რომ ბოდიშის მოხდაში შეურაცხმყოფელი არაფერია.

დედობა სილამაზეს წამართმევს
გაიხსენეთ ხელოვანები, რომლებიც მადონას ყრმით სილამაზის უმაღლეს სიმბოლოდ გამოსახავდნენ.

ოჯახისა და შვილების გამო უსიყვარულოდაც შეიძლება ცხოვრება
რა ჯობია – ყოველდღიური, ცივ ომში გადაზრდილი ცოლ-ქმრული კამათი თუ სიამტკბილობით ცხოვრება? ბევრი ადამიანი, ვისი მშობლებიც თავის დროზე გაიყარნენ, ხანგრძლივი ჩხუბისა და ალიაქოთის შემდეგ, აცხადებენ, რომ ამის შემდეგ უფრო ჰარმონიული გახდა მათი ცხოვრება. ასე რომ, თუ არ გამოდის ერთად ცხოვრება და ეს ორივე მეუღლისთვის, ასევე ბავშვებისთვის მხოლოდ ტანჯვად არის ქცეული, ასე ცხოვრებას ოჯახი ნამდვილად არ ჰქვია.

ჩხუბის შემდეგ ქმართან დაწოლაზე უარს ამბობთ
ამით ვერცერთი ვერაფერს მოიგებთ. არსებობს მოსაზრება, რომ ამქვეყნად ყველა უბედურება დაუკმაყოფილებელი მამაკაცების ბრალია. ვინც საწოლში თავს ბედნიერად გრძნობს, ის უბედურებას არავის მოუტანს. სექსზე უარის თქმით თქვენ მეუღლის ყველაზე უარყოფითი თვისებების გამოვლენას შეუწყობთ ხელს. თანაც, როგორც ამბობენ, ეს ქალისთვისაც ძალიან სასარგებლოა.

წყარო: მშობლები.ჯი 

კომენტარები

სხვა სიახლეები