7 რამ, რაც აუცილებლად უნდა გააკეთო თუკი ცოცხლად დაგმარხავენ!

1) არ დახარჯოთ ბევრი ჰაერი. ჩვეულებრივ კუბოში ჰაერის მარაგი მაქსიმუმ 1-2 საათის სამყოფია. ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუნთქეთ. არ აანთოთ ასანთი ან სანთებელა. სამაგიეროდ ფანრის გამოყენება არ იკრძალება. არ იყვიროთ: ყვირილი პანიკის შეგრძნებას აძლიერებს, გულისცემას და სუნთქვას აჩქარებს, რაც ჰაერის დახარჯვას იწვევს.

2) შეანჯღრიეთ სახურავი ხელებით, იაფფასიან კუბოებზე შეგიძლიათ ხვრელიც კი გააკეთოთ ბეჭდით ან ქამრის ბალთით.

3) გაიხადეთ ტანსაცმელი და ის ტომარასავით ჩამოიცვით თავზე, ისე რომ სახეზე მიწის დაყრისგან არ გაიგუდოთ.

4) აამტვრიეთ სახურავი ფეხებით, იაფფასიანი კუბოები ისედაც ზიანდება ზედ დაყრილი მიწის მასის გამო.

5) როგორც კი სახურავი გატყდება მიწა თავიდან ფეხებისკენ გადაყარეთ, როგორც კი ადგილი ცოტა დაგრჩებათ შეეცადეთ ფეხებით მიწა სხვადასხვა მხარეს მიტკეპნოთ.

6) რადაც არ უნდა დაგიჯდეთ შეეცადეთ წამოჯდეთ, მიწა ისარგებლებს გამოთავისუფლებული ადგილით და თქვენს სასარგებლოდ ჩამოიშლება, არ გაჩერდეთ და ისუნთქეთ მშვიდად.

7) წამოდექით!

დაიმახსოვრეთ: მიწა ახალ საფლავზე ყოველთვის ფხვიერია და მასთან ბრძოლა გაცილებით ადვილია, საფლავიდან თავის დაძვრენა შედარებით რთულია წვიმის და ყინვის დროს.

კომენტარები

სხვა სიახლეები