7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ყველაზე შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ გარემო შეიცვალოთ, განიტვირთოთ და მეგობართან ან საყვარელ ადამიანთან ერთად სამოგზაუროდ წახვიდეთ. ეცადეთ, ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ყურადღება არ მოაკლოთ, მით უფრო, რომ რომელიღაც მათგანთან კამათი გელით. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. თქვენი შიში და ეჭვები ახლობელ ადამიანს გაუზიარეთ. მოსალოდნელია თავის ტკივილი და ქრონიკული დაავადების გამწვავება. ჯანმრთელობას მიხედეთ.

კურო
სიფრთხილე და წინდახედულება უამრავ უსიამოვნებას აგარიდებთ თავიდან. თუ სახლში ბავშვები გყავთ, მოსალოდნელია მათ აღზრდასთან დაკავშირებული პრობლემები. ინტუიცია და პედაგოგიური უნარები დაგეხმარებათ იმაში, რომ ოჯახში სიმშვიდე დამყარდეს. გახსოვდეთ, პრობლემებს ურთიერთობის დეფიციტი ქმნის.

ტყუპები
კარგი იქნება, თუ ამ დღეს მოწყალებას გამოიჩენთ: საჩუქრებს დაარიგებთ და ყველა თხოვნას შეასრულებთ. მზად იყავით მოულოდნელი სიახლისთვის. შესაფერისი დღეა მოგზაურობისა და სტუმრების მიღებისთვის. აქტიური დასვენება და ახლობლებთან ურთიერთობა სულიერი წონასწორობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი
ამ დღეს დაღლილი და გაღიზიანებული ხართ და შიშით შეჰყურებთ საკუთარ მომავალს. ეცადეთ, თავი შეიკავოთ ემოციების გამოხატვისა და დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან. ახლობელი ადამიანებისგან მხარდაჭერა და სრული გაგება გელით. გახსოვდეთ, განმარტოებისთვის საუკეთესო ადგილი საკუთარი სახლია. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

ლომი
საკმაოდ დიდი დროისა და ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ ახლობლებთან შექმნილი პრობლემების გადაჭრაზე. ამჟამად, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახური საქმეებია, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ახლო ნათესავთან კამათი და დაპირისპირება გელით.

ქალწული
მოსალოდნელია ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტი და დაპირისპირება, რის შედეგადაც ბევრ მათგანთან ურთიერთობას გაწყვეტთ. შინაგან შფოთვასა და მოუსვენრობას გრძნობთ. გაუზიარეთ თქვენი შიში ახლობელ ადამიანებს და საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

სასწორი
ნეგატიური და დაძაბული დღეა. შინაგან შფოთვასა და მოუსვენრობას გრძნობთ. პარტნიორთან მეტი წინდახედულება გმართებთ. თანდაყოლილი დიპლომატიურობის წყალობით, რთული სიტუაციიდან გამოსავალს იპოვით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მორიელი
შესაძლოა, უკმაყოფილების გრძნობამ შეგაწუხოთ. წლის დასაწყისში პირადი კონტაქტები ისე არ განვითარდება, როგორც ვარაუდობდით. მოსალოდნელია თქვენი რეპუტაციის შელახვის მცდელობა, თუმცა ინტუიციის წყალობით, გამოიცნობთ, საიდან მომდინარეობს საფრთხე და დროულად აღკვეთთ მას.

მშვილდოსანი
დაძაბული დღეა, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. მოსალოდნელია უფროსთან კონფლიქტი და ნათესავებთან პრობლემები. მხოლოდ ინტუიციის იმედად არ უნდა იყოთ – ყურადღებით მოუსმინეთ სანდო ადამიანების რჩევებს.

თხის რქა
თქვენს ავტორიტეტსა და რეპუტაციას საფრთხე ემუქრება. თავშეკავება გამოიჩინეთ. ეცადეთ, კრიტიკული მოსაზრება მშვიდად მიიღოთ. მოულოდნელი ცნობა, რომელსაც დღის მეორე ნახევარში მიიღებთ, საშუალებას მოგცემთ, ჩანაფიქრი განახორციელოთ.

მერწყული
ამ დღეს საკუთარი პრინციპებისა და პოზიციის დაცვა მოგიწევთ. მოსალოდნელია გაუგებრობა და უსიამოვნებები, რაც თქვენს ავტორიტეტზე არასახარბიელოდ აისახება. გამორიცხული არაა, ფინანსური ზარალი, შეცდომები, უფროსთან ან კოლეგებთან კამათი, თუმცა თქვენთვის დამახასიათებელი გონიერებით, თავმდაბლობითა და ლოიალობით სიტუაციის მოგვარებას შეძლებთ.

თევზები
ეს დღე წონასწორობასა და თავდაჯერებას განასახიერებს. პრობლემებთან გამკლავებას ღირსეულად შეძლებთ. გირჩევთ, პირადი ცხოვრების მოგვარებაზე იზრუნოთ. ავადმყოფობა, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, სწრაფად და უკვალოდ გაქრება.

კომენტარები

სხვა სიახლეები